საფრანგეთის მუსლიმთა განწყობები

საფრანგეთის მუსლიმთა განწყობები

პარიზში ახალი ისლამური ცენტრის მშენებლობა იგეგმება. ამას კი ორი მიზეზი აქვს - ერთი ქალაქის მსხვილი მუსლიმური საზოგადოებისთვის მეჩეთების სიმწირეა, ხოლო მეორე ახალი კანონი, რომლის მიხედვითაც ქუჩებში ლოცვა აიკრძალა. „ამერიკის ხმის“ კორესპონდენტი ლიზა ბრაიანტი საფრანგეთში მუსლიმთა მდგომარეობის დეტალებს არკვევდა.

ბევრი მუსლიმი პარასკევობით პარიზის გადაჭედილ მეჩეთებში იკრიბებოდა. ხოლო ვინც მეჩეთში ადგილს ვერ ნახულობდა ახლოს მდებარე ტროტუარებზე იწყებდა ლოცვას. ეს დრო წარსულს ჩაბარდა. ახალი კანონი, რომელიც ძალაში ამ თვეში შევიდა, საფრანგეთის 5 მილიონ მუსლიმს ქუჩებში ლოცვას უკრძალავს. კანონი სახელმწიფოს და რელიგიის ერთმანეთისგან გამიჯვნას ემსახურება. მთავრობამ მათ ალტერანტივა შესთავაზა. ჩავარდნილი კვარტლები ჩრდილოეთ პარიზში.

გვინეელი წარმოშობის ომო სავანეჰისთვის ეს კარგი არჩევანია. ის ამბობს, რომ აქ ბევრი სივრცეა და მლოცველებისთვის საპირფარეშოებიც არის განთავსებული. ალჟირელი საიდ რაჰმანიც ასევე კმაყოფილია.

„ის ამბობს, რომ საფრანგეთის ხელისუფლებამ უკვე გაიგო რომ ქუჩაში ლოცვა ნორმალური მუსლიმებისთვის მისაღები არ არის. “

მუსლიმი სასულიერო პირები ელიან რომ აქ თავს რამდენიმე ათასი მორწმუნე მოიყრის. აქ შექმნილი ცენტრი უკვე გადატვირთულია. თუმცა ახლოსმდებარე მეჩეთის მმართველი მუსა დიაქითი დასკვნის გაკეთებას არ ჩქარობს.

„მისი თქმით, ჯერ ადრეა იმის განსაზღვრა, იმუშავებს თუ არა ეს ახალი ცენტრი. შესაძლოა ეს პრობლემის მხოლოდ დროებითი გადაჭრაა.“

ამ მოსაზრებას პარიზის მთავრობაც ეთანხმება. მათ ეს ნაგებობა სამ წლიანი იჯარით აიღეს. როგორც პრეფექტის მოადგილე რენო ვედელი ამბობს, მთავრობა პარიზში ისლამური ინსტიტუტის მშენებლობას გეგმავს.

ფრანგი მუსლიმების დიდი ნაწილი აფრიკის სუბსაჰარის ქვეყნებიდანაა. ისინი უკვე დიდი ხანია ახალი მეჩეთების აშენებას ითხოვენ, თუმცა ამას ფინანსების სიმწირის და ბიუყროკარტიული ბარიერების გამო ვერ ახერხებენ. გარდა ამისა, სამართლებრივი დაბრკოლებები მათ ფრანგების მხრიდანაც ხვდებათ. თუმცა ულტრა-მემარჯვენე ეროვნული ფრონტის წევრი ბრუნო გოლნიში ამბობს, რომ მეჩეთების აშენება პრობლემას ვერ გადაჭრის.

„ჩემი აზრით საკითხის გადაჭრა იმიგრაციის ნაკადის შემცირებით შეიძლება და ასევე უნდა ვეცადოთ რომ ეს ხალხი სამშობლოში დაბრუნდეს,“ - ამბობს ის.

იმიგრანტების საწინააღმდეგო განწყობები საფრანგეთში საკამოდ მაღალია. ასევე ქუჩაში ლოცვის აკრძალვა მემარჯვენე ცენტრისტული მთავრობის გათვლილი ნაბიჯია, რომელიც მათ 2012 წლის არჩევნებისთვის სჭირდებათ. წლის დასაწყისში მათ ასევე წინააღმდეგობრივი გადაწვეტილება მიიღეს, როდესაც პირბადით სიარული აკრძალეს. კრიტიკოსების თქმით, ეს საკმაოდ ექსტრავანტული პოლიტიკური ნაბიჯი იყო, რადგან საფრანგეთში პირბადეს მუსლიმი ქალების ძალიან მცირე ნაწილი ხმარობდა. რაც შეეხება ამ ეტაპზე ახალი მუსლიმური ცენტრის აშენებას იდეას, პარიზში ამის შესახებ ბევრმა არ იცის. ერთერთი მლოცველი ქალი ამბობს, რომ მუსლიმებს ახალი და დიდი მეჩეთი ქალაქის ცენტრში სჭირდებათ და არა ქალაქის მივარდნილ ნაწილში.