ტულუზელი მკვლელის ძმა კვლავ პატიმრობაშია

პოლიციის განცხადებით, აბდელკადერ მერაჰს შეიძლება ტერორიზმში თანამონაწილეობა დაედოს ბრალად

ფრანგი მოსამართლის გადაწყვეტილებით, იმ ადამიანის ძმა, რომელმაც ტულუზაში ებრაულ სკოლასთან ოთხი ადამიანი მოკლა, წინასწარი დაკავაების იზოლატორში კიდევ რამდენიმე დღეს დაჰყოფს. ამ დროის განმავლობაში გამოძიება დაადგენს იყო თუ არა ის ძმის თანამზრახველი.

აბდელკადერ მერაჰმამ განაცხადა, რომ ის თავის ძმას მუჰამედს სამი ბავშვისა და ერთი რაბინისა და სამი ჯარისკაცის მოკვლაში არ დახმარებია. პოლიცია აცხადებს, რომ მიუხედავად იმისა, რომ აბდელკადერმა დანაშაული ჩადენა უარყო, მან განაცხადა, რომ ამაყობს თავისი ძმის საქციელით.

ასევე პოლიციის განცხადებით, აბდელკადერ მერაჰს შეიძლება ტერორიზმში თანამონაწილეობაში დაედოს ბრალი.