პარიზი-
ფრანგი ოფიციალური პირები ტერაქტების ორგანიზატორებს ეძებენ. საფრანგეთის პრეზიდენტმა ფრანსუა ოლანდმა მომხდარი მოვლენები ომის აქტს შეადარა. არსებობს აზრი, რომ ბოროტმოქმედნი შესაძლოა დამატებით თავდასხმებს გეგმავდნენ.
დაჯგუფება ისლამურმა სახელმწიფომ პარასკევს მომხდარ ტერაქტებზე პასუხისმგებლობა აიღო. ბოლო მონაცემებით კოორდინირებული რამდენიმე თავდასხმისას დაიღუპა 128 ადამიანი.
ფრანგმა კონტრტერორისტულმა ოფიციალურმა პირებმა ჯერჯერობით ვერ დაადგინეს იყვნენ თუ არა შეიარაღებული თავდამსხმელები საფრანგეთის მოქალაქეები ან მაცხოვრებლები, სად შეიძინეს მათ იარაღი და რაც ყველაზე მთავარია-ცდილობენ თუ არა მათი თანამზრახველები ახალი თავდასხმების განხორციელებას.
კვირას გავრცელებულ განცხადებაში, დაჯგუფება ისლამური სახელმწიფოს განცხადებით ეს ტერაქტები სირიასა და ერაყში მიმდინარე ავია დარტყმებზე საპასუხოდ განხორციელდა.
თავდასხმებზე პასუხისმგებლობა ფრანგულად და არაბულ ენაზე გაკეთდა.
საფრანგეთის პრეზიდენტმა სამ-დღიანი გლოვა გამოაცხადა და თურქეთში დაგეგმილი ვიზიტი გააუქმა.
საფრანგეთის ხელისუფლება მოსახლეობას მოუწოდებს გარეთ არ გავიდნენ.
ამ წუთებში, პარიზის ქუჩებში 1500 სამხედრო მდგომარეობას აკონტროლებს.