საფრანგეთმა გამორიცხა ავღანეთიდან ჯარის ნაჩქარევი გაყვანა, მას შემდეგ, რაც ავღანელმა ჯარისკაცმა გასულ კვირას 4 ფრანგი ჯარისკაცი გამოასალმა სიცოცხლეს. თუმცა პრეზიდენტმა სარკოზიმ დროებით შეაჩერა სამხედრო ოპერციების წარმოება და განაცხადა, რომ ის განიხილავს ჯარის დროზე ადრე გაყვანას იმ შემთხვევაში, თუ არ იქნება გატარებული სათანადო უსაფრთხოების ზომები პარასკევის ინციდენტის საპასუხოდ. თავის მხრივ საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ალან ჟუპემ დასძინა, რომ საფრანგეთი პანიკას არ მიეცემა და წლის ბოლომდე არ გამოიყვანს ავღანეთიდან სრულ შემადგენლობას. საფრანგეთს დღეისათვის ავღანეთში 3600 ჯარისკაცი ჰყავს, ძირითადად აღმოსავლეთ ნაწილში. ჯარის სრული გამოყვანა კი მხოლოდ 2014 წელსაა დაგეგმილი.