ოთხმა ქართულმა ტელევიზიამ, 24-საათით სატეველიზიო და ონლიან მაუწყებლობა შეწყვიტა. ეს მედიის პროტესტი და პასუხია მთავრობის ქმედებებზე. ჟურნალისტები მოითხოვენ საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის გადადგომას.
ტელეკომპანიები: "მთავარი", "ტვ პირველი", "ფორმულა" და "კავკასია" 14 ივლისს არ იმაუწყებლებენ. ისინი მოითხოვენ სრული სიმკაცრით დაისაჯოს ყველა, ვინც 5 ივლისს, ჟურნალისტებზე თავდასხმაზეა პასუხისმგებელი.
კერძო კომპანიების ამ გადაწყვეტილებამდე ერთი დღით ადრე, 13 ივლისს, რეგიონულმა მაუწყებლებმა, ლექსო ლაშქარავას გასვენების დროს, ქვეყნის მასშტაბით 10 წუთით შეწყვიტეს მაუწყებლობა.
ასევე ნახეთ: ვაშინგტონში ლექსო ლაშქარავას გარდაცვალებას ეხმიანებიან და პრემიერის პასუხს "ამაზრზენს" უწოდებენტვ პირველის ოპერატორი, ლექსო ლაშქარავა გუშინ დაკრძალეს. ის 5 ივლისს, პროფესიული მოვალეობის შესრულების დროს სასტიკად ნაცემი ოპერატორი ოპერაციიდან 5 დღის შემდეგ გარდაიცვალა, მას 20-მდე ადამიანი გაუსწორდა.
გუშინვე, ლექსოზე ძალადობაში ერთ-ერთი ბრალდებულს, დავით კუტალაძეს, სასამართლოს გადაწყვეტილებით, აღმკვეთი ღონისძიების სახით, პატიმრობა მიესაჯა.
ასევე ნახეთ: სახელმწიფო დეპარტამენტი: გვაქვს ინსტრუმენტები მოძალადეების დასასჯელადმაშინ როცა მედია, ლაშქარავას გარდაცვალებას, 5 ივლისს მიყენებულ ტრავმებს უკავშირებს, შსს "შუალედური დასკვნით" ლაშქარავას გარდაცვალების მიზეზად ნარკოტიკით ზედოზირებაა.
"ექსპერტიზის მიხედვით, გარდაცვალების მიზეზი შეიძლება გამხდარიყო ამ ნარკოტიკებით ზედიზორება. ასევე, აღვნიშნავთ, რომ ექსპერტიზის დასკვნა არის შუალედური", - განაცხადა კრიმინალური პოლიციის უფროსმა, მამუკა ჭელიძემ.