"ფორმულა" და "ედისონ რისერჩი" ეგზიტპოლებს აცხადებენ

ტელეკომპანია "ფორმულას" დაკვეთით ამერიკულმა კომპანია "ედისონ რისერჩმა" საქართველოს თვითმმართველობის არჩევნების ეგზიტპოლები ჩაატარა.

თბილისის დროით 18:00 საათის მონაცემებით, "ედისონ რისერჩის" ეგზიტპოლები აჩვენებს, რომ თბილისის მერის არჩევნებში ლიდერობს კახა კალაძე 43%-ით, მეორე ადგილზეა ნიკა მელია 39%, ხოლო გიორგი გახარიას 7% აქვს.

ამ მონაცემების მიხედვით, დიდი ალბათობით, მეორე ტური გაიმართება. იმისთვის, რომ თბილისში მეორე ტური არ ჩატარებულიყო, საჭირო იყო, რომ რომელიმე კანდიდატს მიეღო 50% პლიუს ერთი ხმა.

შეგახსენებთ, რომ ეს მონაცემები მხოლოდ ერთი კომპანია "ედისონ რისერჩის" მონაცემებია და ის მხოლოდ თბილისის დროით, საღამოს 6 საათის მონაცემებია. ეს რიცხვები, მომდევნო საათებში, დიდი ალბათობით შეიცვლება.