ლიბიის მაღალჩინოსანი ოფიციალური პირების განცხადებით, შემუშავებულია ახალი პროგრამა, რომელიც ყოფილ მეამბოხეთა განიარაღებას და მათ შეიარეღებულ ძალებსა და სამოქალაქო სექტორში ინტეგრაციას გულისხმობს.
ყოფილი მეამბოხეები, რომლებმაც მუამარ კადაფის დამხობაში მიიღეს მონაწილეობა, გაწევრიანდებიან სამხედრო სამსახურში, პოლიციასა და სამოქალაქო თანამდებობებზე, განაცხადა დაგეგმარების მინისტრმა ისსა ალ ტიუჯერმა. რეგისტრაცია დაიწყება პირველი იანვრიდან და დაახლოებით ერთი თვე გაგრძელდება.
თავდაცვის მინისტრმა ოსამა ჯუვაილიმ კი დაამატა, რომ მეამბოხეები ასევე საზღვრების დაცვაში და ნავთობგადამამუშავებელი ობიექტების უსაფრთხოების სამსახურში გაწევრიანდებიან.