ისრაელის ყოფილ პრემიერ-მინისტრს პატიმორბა მიუსაჯეს

ისრაელის უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებით ქვეყნის ყოფილი პრემიერ-მინისტრი ეჰუდ ოლმერტი პატიმრობაში 6 წლის ნაცვლად წელიწადნახევარს გაატარებს. ოლმერტის წინააღმდეგ საქმე კორუფციის ბრალდებით იყო აღძრული.

70 წლის ყოფილ პრემიერ-მინისტრს ბრალი ორი წლის წინ წაუყენეს, სასამართლომ მაშინ ის ქრთამის აღებაში დამნაშავედ სცნო. ოლმერტი ბრალდებებს უარყოფს.