საფრანგეთის ყოფილი პრეზიდენტი, ჟესკარ დესტენი გარდაიცვალა

ჟესკარ დესტენი

ვალერი ჟესკარ დესტენი, საფრანგეთის პრეზიდენტი 1974-1981 წლებში, გუშინ, 94 წლის ასაკში გარდაიცვალა. ის საფრანგეთის ისტორიაში შევიდა, როგორც ევროინტეგრაციის ჩემპიონი.

დესტენის ოფისში განაცხადეს, რომ ყოფილი პრეზიდენტი თავის სახლში, ცენტრალურ საფრანგეთში, ლორეტშერის რეგიონში გარდაიცვალა. მისი გარდაცვალების მიზეზი კორონავირუსის გართულებები იყო.

"მისი სურვილის მიხედვით, დასაფლავება მკაცრად კონფიდენციალურად ჩატარდება", ნათქვამია განცხადებაში, რომელიც ყოფილი პრეზიდენტის ოფისმა გაავრცელა.

ყოფილი პრეზიდენტი, გულის პრობლემების გამო, გასულ თვეს საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა, ასაკშიც კი, ის ძალიან ენერგიულად და მხნედ გრძნობდა თავს.

მარცხნიდან მარჯვნივ: ჟესკარ დესტენი, ბრიტანეთის დედოფალი ელიზაბეტი და ჯიმი კარტერი, აშშ-ის პრეზიდენტი. 1977 წელი.

პრეზიდენტს არც მეხსიერება ღალატობდა. 2020 წლის იანვარში, ინტერვიუში, რომელიც სააგენტო "ასოშიეთიდ პრესს" მისცა, ის ძალიან ნათლად იხსენებდა ყველა დეტალს, რომელიც 1970 წლის შეხვედრას შეეხებოდა ამერიკის მაშინდელ პრეზიდენტ ჯიმი კარტერსა და ეგვიპტის ლიდერ ანვარ სადათს შორის.

გერმანიაში დაბადებული პოლიტიკოსი, აქტიურად იყო ჩართული მეორე მსოფლიო ომის დროს საფრანგეთის ნაცისტებისგან გათავისუფლების საქმეში. მოგვიანებით კი უმნიშვნელოვანესი სამუშაოები გასწია ევროპის ერთიანი ვალუტის, ევროს შექმნასა და ბრიტანეთის გაწევრიანებაში იმ ერთობაში, რომელსაც 1970 წელს ევროკავშირის ეწოდა.

გარდაცვლილი პრეზიდენტის ხსოვნას, უკვე მიაგო პატივი საფრანგეთის რამდენიმე ყოფილმა პრეზიდენტმა.