97 წლის ქალს, რომელიც მეორე მსოფლიო ომის დროს ნაცისტურ სკაონცენტრაციო ბანაკში მდივნად მუშაობდა, 20 დეკემბერს ბრალი დაუმტკიცდა ათასობით ადამიანის მკვლელობის თანამონაწილეობაში.
ეს ერთ-ერთი ბოლოა გერმანიის მიერ ჩატარებული სასამართლოებიდან, რომელიც მეორე მსოფლიო ომის დროს ჩადენილი ომის დანაშაულებების გამოძიებას და მათში დამნაშავეების დასჯას ემსახურება.
სასამართლომ ირმგარდ ფურხნერს, 97 წლის ქალს, ორწლიანი პირობითი პატიმრობა მიუსაჯა 10,505 ადამიანის მკვლელობაში დახმარებისა და 5 ადამიანის მკვლელობის მცდელობისთვის,- განაცხადა სასამართლოს წარმომადგენელმა.
ასევე ნახეთ: ომის დანაშაული - რუსეთის ხელწერასაბრალდებო დასკვნით, თავდაპირველად ფურხნერს 11, 412 ადამიანის მკვლელობაში ხელშეწყობაში ედებოდა ბრალი.
თვის დასაწყისში სასამართლო პროცესზე დასკვნით სიტყვაში, ფურხნერმა თქვა, რომ ბოდიშს იხდის მომხდარის გამო და ნანობს, რომ იმ დროს შტუტჰოფში იმყოფებოდა.
ქალი შტუტჰოფის საკონცენტრაციო ბანაკში, გდანსკის მახლობლად, დღევანდელ პოლონეთში, 1943-1945 წლებში მუშაობდა.