ექსპერტები ვაშინგტონში: ქვეყანა რუსეთის გავლენის ქვეშ მოექცევა თუ ამ კანონს მიიღებთ

Your browser doesn’t support HTML5

ქვეყანა რუსეთის გავლენის ქვეშ მოექცევა თუ ამ კანონს მიიღებთ- აფრთხილებენ ვაშინგტონიდან „ქართული ოცნების“ მთავრობას და განუმარტავენ, რომ სენატორების მუქარა დაფინანსებისა და პოლიტიკის ცვლილებასთან დაკავშირებით რეალურია, ვინაიდან, სწორედ ამერიკის კონგრესი განსაზღვრავს ქვეყნის საგარეო პოლიტიკას.