უკრაინის ომბუდსმენმა, ლიუდმილა დენისოვამ, ბრალი დასდო მოსკოვს, რომ ასიათასობით მშვიდობიან მოქალაქეს აიძულებს რუსეთში გადასვლას განადგურებული უკრაინული ქალაქებიდან. დენისოვამ თქვა, რომ 25 მარტისთვის, 400,000 ადამიანი, მათ შორის 84,000 ბავშვი იქნა გადაყვანილი რუსეთში მათი ნების საწინააღმდეგოდ. მათი ნაწილი შეიძლება მძევლებად გამოიყენონ, რათა უკრაინას დააძალონ დანებება, ამბობს კიევი.
ასევე ნახეთ: გაერო და საერთაშორისო საზოგადოება რუსეთს, ომის შეწყვეტისკენ მოუწოდებსკრემლი საუბრობს იგივე რიცხვების შესახებ, თუმცა აცხადებს, რომ ამ ადამიანებს სურდათ რუსეთში გადასვლა. რუსული მხარე ამბობს, რომ დონეცკისა და ლუჰანსკის რეგიონებიდან, რუსეთში, შეჭრის შემდეგ, 400,000 ადამიანის ევაკუაცია მოხდა.
დონეცკის რეგიონის გუბერნატორის, პავლო კირილენკოს თქმით „ადამიანები ძალით მიჰყავთ აგრესიული სახელმწიფოს ტერიტორიაზე“.
უკრაინელი ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ რუსები უკრაინელებს პასპორტებს ართმევენ და ისინი „ფილტრაციიის ბანაკებში“ გადაჰყავთ აღმოსავლეთ უკრაინის ტერიტორიაზე, შემდეგ კი რუსეთის ეკონომიკურად ჩამორჩენილ რეგიონებში ანაწილებენ.
მათ შორის ვინც რუსეთში გადაიყვანეს, 6000 მარიუპოლის მცხოვრებია, აცხადებს უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო.