ჟურნალ „ფორბს“-ის ყველაზე მაღალანაზღაურებადი მსახიობი ქალების ყოველწლიურ სიაში ბოლივუდის ვარსკვლავი და ჩინელი მსახიობი ქალი მოხვდნენ.
სიის დასაწყისში ჯენიფერ ლორენსია, რომელსაც შემოსავლის მეტი ნაწილი, 650 მილიონი დოლარი, ფილმმა „შიმშილის თამაშები“ მოუტანა. „ფორბს“-ი იტყობინება, რომ მან კოსმოსურ თემაზე შექმნილ ფილმში მონაწილეობისთვის, ავანსის სახით დიდი თანხა მიიღო, რის შედეგადაც მისი სრული წლიური შემოსავალი 46 მილიონი დოლარი გახადა.
კომედიური ჟანრის მსახიობმა ქალმა მელისა მაკარტიმ, მხოლოდ ქალი პერსონაჟებით ხელმეორედ გადაღებულ ფილმ „Ghostbuster”-ში რვაციფრიანი ხელფასი აიღო და წლიურმა შემოსავალმა 33 მილიონი დოლარი შეადგინა.