გაერთიანებული ერების ორგანიზაციის თანახმად დაახლოებით ერთი მილიარდი ადამიანი შიმშილის მსხვერპლია.
რაჯი პატელი წიგნის „სავსე და მშიერის“ ავტორია, რომელიც მსოფლიოში საკვებ სისტემასთან ფარულ ბრძოლას ასახავს. ავტორის თქმით, ადამიანებში შიმშილობისა და სიმსუქნის ფაქტორები მხოლოდ საკვების რაოდენობით არ განისაზღრება. ყოველივე ეს დამოკიდებულია, თუ რა სახის საკვებს ვღებულობთ და როგორია ადამიანის მონელების სისტემა. ბატონი პატელი კალიფორნიის შტატში საკვებისა და განვითარების პოლიტიკის ინსტიტუტის მკვლევარია; პარალელურად იგი ანალოგიურ საქმიანობას სამხერთ აფრიკის ერთ-ერთ უნივერსიტეტშიც ეწევა:
„პირადად მე ბევრ დაკვირვებას ვაწარმოებდი აღნიშნულ თემაზე. ჩემი მშობლები მაღაზიის მეპატრონენი იყვნენ, სადაც ტკბილეულს, ცხიმებისა და შაქრის შემცველ პროდუქციას ყიდდნენ. სწორედ ეს პროდუქტები იწვევენ ჭარბწონიანობას. თავად ჩემი ოჯახის წევრები მისი მსხვერპლი აღმოჩნდნენ და თითქმის ყველა, 50 წელს გადაცილებული, დიაბეტითაა დაავადებული.“
მსოფლიოს მოსახლეობის მატებასთან ერთად მოთხოვნები სოფლის
მეურნეობაზეც იზრდება. 2050 წლისათვის მსოფლიოში მოსახლეობა 9 მილიარდს მიაღწევს. ამასთანავე, აფრიკისა და აზიის ქვეყნებში მოსახლეობა დასავლური ტიპის კვების სისტემაზე გადადის, რასაც ზოგიერთი ჭარბწონიანობის, დიაბეტისა და კარდიოვასკულარული დაავადებების გამომწვევად მიიჩნევს. თუმცა, ბევრი მათგანი თვლის რომ ადამიანმა საკვების ყიდვის დროს თავად უნდა გააკეთოს არჩევანი. მიუხედავად ამისა, მათ არ უნდა შეიძინონ ცხიმიანი, მარილიანი და შაქრიანი პროდუქტები.
აღნიშული პრობლემა ყველაზე მწვავედ ბავშვებში დგას. ჩატარებული კვლევის თანახმად, დადგინდა რომ 2000 წელს დაბადებული ყოველი მესამე ბავშვი დიაბეტის მეორე ტიპის მატარებელი იქნება. დამახასიათებელი სიმპტომები კი შემდეგია: წყურვილი, დაღლა, წონაში დაკლება, მხედველობის გაუარესება, ჭრილობების ძნელად შეხორცება და, აგრეთვე, ინფექციური დაავადებების მომატება და თირკმელების პრობლემა.
პატელის განმარტებით, ინდოეთი ამ მხრივ გამორჩეულია:
„ინდოეთი ის ქვეყნაა, სადაც შიმშილის ეპიდემია მძვინვარებს, რასაც სხვა ეპიდემიური დაავადებებიც ერთვის თან.“
ყოველივე ამის ფონზე თუ შევადარებთ კვების ახლანდელ რეჟიმს წინამორბედთან, დიდ განსხვავებას დავინახავათ:
„წარმოვიდგინოთ ქვის ხანა, სადაც ჩიფსების ცარიელ კოლოფს ვერ შეხვდებით... ჩიფსები ახალი დროის კომპონენტია... ახლა ყველა საკვები დამუშავებულია, არაფერი ნატურალური მასში აღარ ურევია და სავსეა მარილებით, ცხიმებითა და შაქრით,“ - აღნიშნავს ექსპერტი პატელი და იქვე დასძენს რომ მიუხედავად ამისა, საკვების გადამუშავების საკითხში გარკვეული გაუმჯობესება შეინიშნება. უფრო მეტიც, მომხმარებლებმა და საზოგადოებამ როგორც შეერთებულ შტატებში, ასევე ყველა სხვა დანარჩენ ქვეყანაში, თავადვე უნდა გააცნობიეროს რომ მათ ჯანმრთელობისა და ეკონომიკური კრიზისი ერთდროულად აქვთ, რაც საკუთარი კვების სისტემასთან მჭიდრო კავშირშია. სწორედ ამიტომ, მათ თავადვე უნდა განსაზღვრონ, თუ რა ჭამონ და როგორ აწარმოონ სოფლის მეურნეობა.

2050 წლისათვის მოსფლიოში მოსახლეობა 9 მილიარდს მიაღწევს.