დღეს მსოფლიო სურსათის დღე აღინიშნება

დღეს მსოფლიო სურსათის დღე აღინიშნება

გაეროს მონაცემებით ბოლო წლის განმავლობაში შიმშილის ზღვარს მყოფი ადამიანების რაოდენობამ ერთი მილიონით იკლო თუმცა მათი საერთო რაოდენობა მაინც ცხრაასოცდახუთ მილიონს აღწევს.

ორიათასათი წელი ღირშესანიშნავი თარიღია გლობალური შიმშილის დაძლევის გზაზე: წელს აღინიშნება 30 წელი გაეროს მსოფლიო სურსათის დღის დაარსებიდან და სამოცდახუთი წელი გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის შექმნიდან.

გაეროს წარმომადგენლების დასკვნით, პროგრესი ამ მიმართულებით დღეს მართლაც ხელშესახებია. ამასთან, შიმშილის ზღვარზე მყოფი ადამიანების რაოდენობის ოდნავი შემცირების ფონზე, გამოწვევები მაინც რჩება.

კეროლინ ჰარფორდი გაეროს მსოფლიოს სასურსათო პროგრამის წარმომადგენელია. მისი განცხადებით, ბოლო ოცდაათი წლის მანძილზე ორგანიზაციამ ბევრს მიაღწია. თუმცა სირთულეები დღეს თვალშისაცემია:

ჰარფორდი: „1990იან წლებში შიმშილის ზღვარზე მყოფი ადამიანების რიცხვმა უმნიშვნელოდ იკლო, შემდეგ ამ ციფრმა კვლავ მოიმატა 2007-8 წლების ფინანსური კრიზისის დროს. ამა ს მოჰყვა უპრეცედენტოდ მაღალი ფასები საკვებზე და საწვავზე, რამაც ასევე საგრძნობლად შეაფერხა ჩვენი ძალისხმევა. შედეგად კი ხალხის მზარდ რაოდენობას საჭმლის ყიდვა არ შეუძლია . ამ მდგომარეობას კიდევ უფრო მეტად კლიმატის ცვლილების გავლენაც ართულებს. „

შიმშილის დაძლევა, გაეროს ათასწლეულის განვითარების ამოცანებს შორის, უპირველესია. შეგახხსენებთ, რომ გაერომ ეს მიზნები ათი წლის წინ აამუშავა. გაეროს ბოლო შეხვედრაზე კი მსოფლიოს სახელმწიფოთა ლიდერებს შიმშილის პრობლემის დაძლევა 2015 წლისთვის დაევალათ.

ამჟამად , პროგრესი არათანაბარია მსოფლიოს სხვაფდასხვა რეგიონში.

სამხრეთ აზიის ქვეყნებში შიმშილთან ბრძოლა ყველაზე აქტიურად არის გაჩაღებული. პროგრესი შეინიშნება აფრიკაში, კერძოდ ეთიოპიაში ანგოლასა და განაში.

მდგომაროებას კიდევ უფრო ამწვავებს გვალვები, ბუნებრივი კატასტროფები და კონფლიქტური სიტუაცია. ყველა აღნიშნული მოვლენა სირთულეებს უქმნის შიმშილთან ბრძოლას.

ჰარფორდი: „კონფლიქტური სიტუაცია ყველაზე დიდი გამოწვევაა ჩვენთვის. მოსავლის აღებაზე ლაპარაკი ზედმეტია, როცა ადამიანებს დევნიან, მათ შინ დარჩენა ეშინიათ ან საქონლის მწყემსვის საშუალება არ აქვთ .“

გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის თანამშრომელი ედგარდო ვალენზუელა გვეუბნება, რომ იმისათვის რათა შიმშილი შემცირდეს, ახალი ტაქტიკის გატარება იქნება საჭერო,.

ვალენზუელა: „ პრობლემის გადაჭრა მოკლე ვადიან პერსპეკტივაში, გამოსავალი არ არის. იმ ქვეყნებს, რომლებიც პერმანენტული კრიზისის პირობებში იმყოფებიან, უფრო მეტი დახმარება სჭირდებათ საკვების წარმოების მიზნით. წინააღმდეგ შემთზვევაში, ისინი ვერასდროს შეძლებენ შიმშილის აღმოფხვრას.“

ექსპერტები თანხმდებიან რომ სუბსიდიების გაუქმება და სურსათზე დაწესებული ტარიფების შემცირება კიდევ უფრო ამწვავებს სურსათის ნაკლებობის პრობლემას. შვეიცარიაში დაფუძნებული ცენტრის ანალიტიკოსი აილინ კუ ამბობს, რომ სუბსიდიების გაუქმება და იმპორტზე გადასახადების შეკვეცა, მსოფლიო ბანკისა და საერთაშორისო სავალუტო ფონდის რეკომენდაციით მოხდა.

კუ:“ ტარიფებისა და სუბსიდიების გაუქმების შემდეგ ღარიბ და განვითარებად ქვეყნებში, ევროპის სახელმწიფოებიდან შემოსულმა პროდუქციამ ადგილობრივ პროდუქციას შეუქმნა საფრთხე. ეს ჩვენი მოსაზრებაა. „

კუ დასძენს, რომ მსოფლიოში სასურსათო კრიზისის წინააღმდეგ მთავრობებმა პოლიტიკური ნება უნდა გამოავლინონ და საერთაშორისო ვაჭრობა სამართლიან, თანაბარ პირობებში წარმართონ. გაეროს დასხკვნით, კვების პრობლემა ძირითადად შემდეგ სახელმწიფოებშია- ბანგლადეშში, ჩინეთში, ინდოეთში, ინდონეზიაში, პაკისტანში, ეთიოპიაში და კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში.

ვნახოთ რას მოგვიტანს სურსათის ნაკლებობასა და სიღარიბესთან ბრძოლის ოცდამეთერთმეტე წელი.