მიხეილ ჯანელიძე ვიზიტის მნიშვნელობას აფასებს

მიხეილ ჯანელიძე, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, ვაშინგტონი,18 მარტი, 2016

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ ვაშინგტონში, პირველი ოფიციალური ვიზიტი დაასრულა. კვირის ბოლო სამუშაო დღე მან კონგრესისა და სენატის წევრებთან შეხვედრას დაუთმო. ამერიკელ კანონმდებლებთან საუბრის შემდეგ მან ვაშინგტონში, ჟურნალისტებთან ვიზიტი შეაფასა და კვირის განმავლობაში განხილული ყველაზე მნიშვნელოვანი თემები მიმოიხილა.

მინისტრ ჯანელიძის განცხადებით, ვაშინგტონში, სახელმწიფოს მაღალ საკანონმდებლო და აღმასრულებელ შტოებში შეხვედრებისას, საქართველომ დიდი მხარდაჭერა მიიღო როგორც ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის ხელშეუხებლობის მიმართულებით, ისე საქართველოს ევრო-ატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის გზაზე.

Your browser doesn’t support HTML5

მიხეილ ჯანელიძე ვიზიტზე

მთავარი ქართველი დიპლომატის შეფასებით, ვიზიტის განმავლობაში დაფიქსირდა სრული მხარდაჭერა საქართველოს დემოკრატიზაციისა და ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობის უზრუნველსაყოფად, ისევე როგორც ნატოს მომავალი სამიტის მოსამზადებელ ეტაპზე ქვეყნის სტრატეგიული პარტნიორისგან გამოითქვა მზაობა ალიანსში გაწევრიანების პროცესის წასახალისებლად:

Your browser doesn’t support HTML5

მიხეილ ჯანელიძე მხარდაჭერის შესახებ

“ამერიკის ხმის” კითხვაზე ვარაუდობს თუ არა მინისტრი ფართო-მასშტაბიანი კონფრონტაციის ან ორმხრივი რუსეთ-საქართველოს ურთიერთობების ესკალაციის შესაძლებლობას გამომდინარე ბოლო ეტაპზე მოსკოვის მხრიდან გააქტიურებული მკაცრი რიტორიკის ან სეპარატისტულ რესპუბლიკებთან მიმართებაში განხორციელებული ქმედებებიდან, ისე, როგორც ამას რამდენიმე ამერიკელი ექსპერტი მიიჩნევს ( იგულისხმება მაკკეინის ლიდერთა საერთაშორისო ინსტიტუტის ექსპერტ დევიდ კრემერის ბოლო პუბლიკაცია-ავტორი), მინისტრმა გვიპასუხა, რომ დე-ესკალაცია საქართველოს უმთავრესი პრიორიტეტია:

Your browser doesn’t support HTML5

მინისტრი ჯანელიძე დეესკალაციის მნიშვნელობაზე

“რუსთავი 2-ის” კორესპონდენტის დასმულ კითხვაზე კი თუ როგორ აღიქვამს საგარეო მინისტრი რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის გრიგორი კარასინის მიერ ბოლოს გაკეთებულ განცხადებებს, მიხეილ ჯანელიძემ აღნიშნა:

Your browser doesn’t support HTML5

მინისტრი ჯანელიძე გრიგორი კარასინის განცხადებებზე