სამხრეთ კალიფორნიის უდაბნოებში ველური ყვავილები მასიურად აყვავდა. ბოლო ორ წელიწადში უკვე მეორედ ხდება ეს იშვიათი ბუნებრივი მოვლენა, რომელსაც სუპერყვავილობას უწოდებენ.
წესით, მსგავსი მოვლენა მხოლოდ 10 წელიწადში ერთხელ ხდება. მაგრამ, ბოლო პერიოდში გახშირებულმა წვიმებმა კალიფორნიის უდაბნოებში მომაჯადოებელი სანახაობისთვის იდეალური კლიმატური პირობები შექმნა.