2000 წლის არჩევნები ამერიკაში

ფლორიდის დარღვევები და ამერიკული არჩევნების თავისებურება
2000 წლის ნოემბერში ამერიკელები ახალ პრეზიდენტს ირჩევდნენ. ამერიკის კონსტიტუციით პრეზიდენტს ზედიზედ ორი ვადის გასვლის შემდეგ არჩევნებში მონაწილეობა ეკრძალება. ამდენად, პრეზიდენტი ბილ კლინტონს საპრეზიდენტო ვადა უკვე ეწურებოდა. მის შემცვლელად დემოკრატიულმა პარტიამ ვიცე-პრეზიდენტ ალ-გორის კანდიდატურა დააყენა. გორმა თავის მხრივ ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატად სენატორი ჯონ ლიბერმანი აირჩია. ლიბერმანი პირველი ებრაელი იყო, რომელიც ამ პოსტზე კანდიდატურად დასახელდა. ის სენატორად კონექტიკუტის შტატიდან 1988 წელს აირჩიეს.
ალ გორი 1941 წელს ვაშინგტონში დაიბადა. ის მამამისის შემდეგ ტენესის შტატიდან სენატში აირჩიეს. მომავალი ვიცე-პრეზიდენტი ვაშინგტონში და ტენესის შტატში იზრდებოდა, სადაც მის ოჯახს ფერმა ქონდა. 1969 წელს ჰარვარდის უნივერსიტეტი დაამთავრა. ეს ის დროა, როდესაც ვიეტნამაში ომი მიმდინარეობდა. მამამისი ამ ომში ამერიკის მონაწილეობას ეწინააღმდეგებოდა. ამის მიუხედავად, ალ გორი არმიაში წავიდა და ვიეტნამში სამხედრო ჟურნალისტად იმსახურა. უკან დაბრუნებულმა ალ გორმა რეპორტიორად მუშაობა განაგრძო. მოგვიანებით, მან ტენესის შტატში სამართლის შესწავლა დაიწყო, თუმცა მალევე მიატოვა და პოლიტიკაში ჩაერთო.
1976 წელს ალ გორი ამერიკის კონგრესის წარმომადგენელთა პალატაში აირჩიეს. ის ბირთვული იარაღის კონტროლის და გარემოს დაცვის ინიციატივებით გამოვიდა. 1984 წელს ალ-გორი სენატის წევრი გახდა. ექვსი წლის შემდეგ სენატორად განმეორებით აირჩიეს. 1992 წელს საპრეზიდენტო არჩევნებში დემოკრატიულმა პარტიამ კანდიდატად ბილ კლინტონი დაასახელა, რომელმაც თავის თანამებრძოლად ალ -გორი აირჩია. ვიცე-პრეზიდენტის პოსტზე ალ გორის სამუშაო სფეროები იყო გარემოსდაცვა, ტექნოლოგიები და საგარეო ურთიერთობები.1999 წელს „სიენენთან“ ინტერვიუში, ალ გორმა განაცხადა, რომ 2000 წელს პრეზიდენტობისთვის ბრძოლას აპირებდა.
„მე მეკუთვნის ინტერნეტის შექმნის ინიცატივა,“ - გაახსენა ალ გორმა ამერიკელებს.
მისი საპრეზიდენტო პროგრამა ეფუძნებოდა ეკონომიკის, განათლების და გარემოსდაცვის განვითარებას. თუმცა მისმა კომენტარმა ინტერენტის შექმნის შესახებ, ამერიკელებში ღიმილი და კრიტიკა გამოიწვია.
რაც შეეხება, რესპუბლიკურ პარტიას, ის 2000 წლის არჩევნებში ჯორჯ ბუშით იყო წარმოდგენილი, რომელმაც თავის მხრივ ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატად დიკ ჩეინი დაასახელა. ეს უკანასკნელი თავდაცვის ყოფილი მდივანი გახლდათ. ბუში 1946 წელს ტეხასის შტატში დაიბადა. ის ყოფილი პრეზიდენტის ჯორჯ ბუში უფროსის პირველი შვილია. ჯორჯ ბუშმა უმცროსმა კონექტიკუტში იელის უნივერსიტეტი დაამთავრა, ასევე ჰარვარდის უნივერსიტეტში ბიზნესის სპეციალობით მაგისტრის ხარისხი მიიღო.
ვიეტნამის ომის დროს ის ტეხასის ნაციონალურ საჰაერო გვარდიაში მსახურობდა. 1988 წელს მამამისის საარჩევნო კამპანიაში იყო ჩართული. მოგვიანებით მან ტეხასის ბეისბოლის გუნდი შეიძინა. 2000 წელს ის რესპუბლიკურმა პარტიამ თავის საპრეზიდენტო კანდადატად დაასახელა. გამოკითხვების თანახმად, ალ გორს და ჯორჯ ბუშს ამომრჩეველთა დაახლოებით ერთი და იგივე რაოდენობა უჭერდა მხარს. არჩევნები 2000 წლის 7 ნოემბერს შედგა. კანდიდატებს ხმა 100 მილიონზე მეტმა ამომრჩეველმა მისცა. ალ-გორმა კონკურენტს ხუთას ორმოცი ათასი ხმით აჯობა. თუმცა, ის პრეზიდენტი მაინც ვერ გახდა. საქმე იმაშია, რომ რომ ამერიკელები პრეზიდენტს პირდაპირი წესით არ ირჩევენ. როდესაც ისინი ხმას აძლევენ პრეზიდენტს ეს ითვლება ასევე ამომრჩეველთა კანდიდატების არჩევადაც. ამომრჩეველთა რაოდენობა თითოეულ შტატში კონგრესმენთა რაოდენობით განისაზღვრება. ეს არჩეული ამომრჩევლები დეკემბერში ხმას აძლევენ ე.წ. ამომრჩეველთა კოლეგიას, რომელიც თავის მხრივ ირჩევს პრეზიდენტს. 2000 წლის არჩევნებში საარჩევნო კოლეგიაში 539 ამომრჩეველი მოხვდა. პრეზიდენტის არჩევა კი ამ რაოდენობის უბრალო უმრავლესობით მოხდა. მართალია, ალ გორმა სახალხო არჩევნები მოიგო, თუმცა ჯორჯ ბუშმა ის ამომრჩეველთა კოლეგიაში დაჯაბნა.
გადამწყვეტი როლი კი ფლორიდის შტატმა შეასრულა. ფლორიდა ყველაზე დიდი სამხრეთის შტატია. არჩევნების ღამეს, საარჩევნო კომისიამ ფლორიდაში ექვსი მილიონი ხმა დათვალა. ჯორჯ ბუშმა კონკურენტს ოდნავ გაუსწრო, თუმცა ხმების ხელახლა გადათვლა მიანც აუცილებელი გახდა. შტატის კანონით, ხმების გადათვლა უნდა მოხდეს მაშინ, როცა ორივე კანდიდატი ხმების ერთ მესამედზე ნაკლებს იღებს. ფლორიდაში ჩატარებულილმა არჩევნებზე ბევრი ხარვეზი დაფიქსირდა. ბევრი ამას შტატის გუბერნატორს ჯებ ბუშს უკავშირებდა, რომელიც ჯორჯ ბუშის ძმა იყო. ბევრ უბანში არასწორად იყო შედგენილი სიები. ბევრმა შავკანიანმა ამომრჩეველმა განაცხადა, რომ მათ ხმის მიცემის საშუალება არ მიეცათ. არჩევნებიდან სამ კვირაში ფლორიდაში გამარჯვებულად ჯორჯ ბუში გამოცხადდა, რომელაც ამომრჩეველთა კოლეგიაში 25 ხმა მიიღო; ამით კი მან მთლიანად საარჩევნო კოლეგიაში 271 ხმა მოაგროვა. ალ გორმა და დემოკრატიულმა პარტიამ ფლორიდის არჩევნების დარღვევები გააპროტესტეს, რის შედეგადაც ფლორიდის უზენაესმა სასამართლომ ხმების ხელახლა გადათვლა მოითხოვა. თუმცა, შეერთებული შტატების უზენაესმა სასამართლომ განაცხადა, რომ საარჩევნო კოლეგიის ხელახლა შეხვედრამდე ხმების გადასათვლელად დრო აღარ რჩებოდა. ექვსი დღის შემდეგ ვაშინგტონში საარჩევნო კოლეგია შეიკრიბა. მათ არჩევნები ოფიციალურად ცნეს ჩატარებულად. ჯორჯ ბუში უმცროსი შეერთებული შტატების 43-ე პრეზიდნეტი გახდა.