ამერიკელი ჟურნალისტი სამხრეთ ოსეთში ჩავიდა

მავთულხლართების აღმართვა სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე მცხოვრებ ადამიანებს ერთმანეთისგან აშორებს

Your browser doesn’t support HTML5

საქართველო-რუსეთი


ხუთი წლის წინ რუსეთსა და საქართველოს შორის მოკლეხნიანი ბრძოლა საქართველოს ორ სეპარატისტულ რეგიონში - სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთში გაიმართა. ჯეიმს ბრუკი სამხრეთ ოსეთის ცეცხლის შეწყვეტის ზონიდან დაბრუნდა და იმის შესახებ გვიყვება თუ ახალი რეალობა ამ რეგიონის მცხოვრებლებს როგორ აცალკევებს ერთმანეთისგან.

2008 წლის 16 აგვისტოს, ომის შეწყვეტის შემდეგ ცეცხლის შეწყვეტის გამყოფი ხაზები საქართველოს რუქაზე დროებითი უნდა ყოფილიყო.
თუმცა ხუთი წლის შემდეგ რუსი სამხედროები მავთულხლართების აღმართვას იწყებენ ქართული მხარის სოფლების გასწვრივ, რასაც ზოგიერთი „ ბერლინის კედელსაც“ კი ადარებს.


მარიამი ეროვნებით ოსია, ხოლო მისი მეუღლე - ქართველი. ერთ დილას აღმოაჩინეს, რომ მათი ცხოვრება ვიღაცამ მთლიანად შეცვალა.


მარიამი: ჩემს ქართველ მეგობრებს ვენატრები. ზოგჯერ ახლოს მოდიან და მესაუბრებიან. მეკითხებიან როგორ ვარ, რაიმე ხომ არ მჭირდება. ცოტა ხნის წინ ასანთი არ გვქონდა და მოგვიტანეს.


დავითი ამბობს, რომ რუსი სამხედროები მათ მიერ მავთულხლართებით მოწყობილ ეგრეთ წოდებულ „ საზღვრებს“ ყოველდღე ძაღლებით ამოწმებენ.


დავითი: ადრე ქართულ სოფლებში გადავდიოდით, თუმცა ახლა ეს თითქმის შეუძლებელი გახდა.


ხურვალეთში, ახლად დახვეული მავთულები ოჯახებს და ფერმებს ერთმანეთისგან ყოფს, დანარჩენ საქართველოს სეპარატისტული ხელისუფლებით მართული სამხრეთ ოსეთის რეგიონისგან აცალკევებს, რომელიც ხუთი წელია რუსეთისგან არის ოკუპირებული.


ევროკავშირის მისია ცეცხლის შეწყვეტის შემდეგ არსებულ სიტუაციას აკვირდება.


მისიის პრეს სპიკერი გერგლი ფალოპი ამბობს, რომ რუსი სამხედროების მავთულხლართებით დროებითი დემარკაცია მათივე ჩანაფიქრით საერთაშორისო საზღვრის მნიშვნელობის უნდა იყოს.


გერგლი ფალოპი: ისინი უფრო მეტი მავთულხლართების ღობეებს ავლებენ, რაც საგანგაშოა. ეს ყოველდღიურად ადამიანების ცხოვრებას აჩერებს. თავისუფლად გადაადგილების საშუალებას ზღუდავს.


საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა, 8 აგვისტოს ომის ხუთ წლისთავთან დაკავშირებით დაღუპული მეომრების საფლავები გვირგვინით შეამკო.


პარლამენტის წევრი გიორგი ვაშაძე აცხადებს, რომ პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლებას რუსეთთან მიმართებაში სათანადო პოზიცია არ უჭირავს.


გიორგი ვაშაძე: ასე იმიტომ ხდება, რომ ეს ხელისუფლება სუსტია.


თუმცა პრემიერ-მინისტრი ივანიშვილი აცხადებს, რომ რუსეთთან ურთიერთობების გაუმჯობესების პროცესი მიმდინარეობს. რუსეთი ქართულ ღვინოებს საკუთარ ბაზარზე აბრუნებს, ხოლო რუსი ტურისტები საქართველოში დასასვენებლად ჩამოდიან. ახალ, ეგრეთ წოდებულ საზღვრებთან დაკავშირებით ის ფრთხილი და ოპტიმისტურია.


ბიძინა ივანიშვილი: როდესაც სიტუაცია ეხება ოკუპირებულ ტერიტორიებს, როდესაც ეკლიან მავთულხლართებს ავლებენ ეგრეთ წოდებული სასაზღვრო ხაზების გასავლებად, ეს რუსეთთან დაძაბულობას ქმნის. თუმცა საბოლოოდ ეს საკითხიც მოგვარდება.

თბილისის სტრატეგიული კვლევების ცენტრის ანალიტიკოსი ალექსანდრ რონდელი აცხადებს, რომ რუსეთი იმიტომ ავლებს მავთულხლართების ღობეებს კონფლიქტის ზონაში, რომ საქართველოს თავისი ძალა აჩვენოს.


ალექსანდრ რონდელი: ისინი საქართველოს ხელისუფლებას ამით არწმუნებენ იმაში, რომ ურთიერთობები ორ ქვეყანას შორის რუსეთის მიერ დადგენილი წესებით განვითარდება. რუსეთმა სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა აღიარა, სამხრეთ ოსეთი დამოუკიდებელია, მათი აზრით საქართველომაც უნდა აღიაროს ეს ფაქტი.


სოფელ ხურვალეთის ოსური ნაწილის მკვიდრი მავთულხლართების გაბმის ფაქტს მიესალმება.


ასლან ხაბელოვი: მავთულხლართები კარგ საქმეს აკეთებს. ის მათი საზღვარია, მათი მიწაა, ის და მისი მამა სწორედ ამ მიწაზე დაიბადნენ.


ომიდან ხუთი წლის შემდეგ რუსების მიერ გავლებული დროებითი, ცეცხლის შეწყვეტის ზოლი, რომელმაც საქართველოს ორი რეგიონი ორად გაყო, ახლა ორი ქვეყნის საზღვრებს უფრო და უფრო ემსგავსება.