ბაზრები შეერთებულ შტატებში მოსალოდნელ საბიუჯეტო კრიზისს ფრთხილად ადევნებენ თვალს
მადლიერების დღის უქმეებზე ამერიკაში გაყიდვებმა გასული წლის მონაცემს მნიშვნელოვნად გადააჭარბა. თუმცა, ეს მთავარ ფინანსურ ბირჟას - „უოლ სტრიტს" დიდად არ დატყობია. ორშაბათს, აქციებზე ფასების ვარდნა იმის მომასწავებელი იყო, რომ ქვეყნის ეკონომიკა ისევ ე.წ. „ფისკალური უფსკრულის" მოლოდინშია. ამერიკელი მომხმარებელი პრეზიდენტს და კონგრესს შორის გამართულ მოლაპარაკებებს ყურადღებით ადევნებს თვალს.
უახლესი გამოკითხვებით, მადლიერების დღის მეორე დღეს, ე.წ. „შავ პარასკევს“, ყოველწლიური გრანდიოზული ფასდაკლებების გამო მაღაზიებს და მათ ვებგვერდებს სულ ცოტა 247 მილიონი ამერიკელი ესტუმრა. გაყიდვებმა გასული წლის მონაცემს თითქმის 13 პროცენტით გადააჭარბა და 60 მილიარდი დოლარი შეადგინა.
ამერიკაში სადღესასწაულო სეზონი ახლა იწყება და ახალი წლების ჩათვლით გასტანს. ეროვნული საბითუმო ვაჭრობის ფედერაციის ცნობით, თითოეულმა ამერიკელმა მხოლოდ ამ უქმეებზე საშუალოდ 423 დოლარი დახარჯა. ანალიტიკოსის, მარშალ კოენის აზრით, ეს კარგი დასაწყისია:
„შავი პარასკევი“ კარგად ჩატარდება, თუ ცუდად, გაყიდვების მთელი წლის მონაცემს დიდად არ ეტყობა ხოლმე. მაგრამ თავად ის ფაქტი, რომ ვაჭრობა გაიზარდა, კარგის მომასწავებელია. ესე იგი მომხმარებელი მაღაზიებში გამოჩნდა,“ - აღნიშნავს საბითუმო ვაჭრობის სპეციალისტი.
მომხმარებლის მიერ მაღაზიებში ფულის ხარჯვას ამერიკის ეკონომიკისთვის კრიტიკული მნიშვნელობა აქვს. ამ ფაქტორზე მთელი ეკონომიკური აქტივობის 70 პროცენტია დამოკიდებული.
პოზიტიური მონაცემების მიუხედავად, საფონდო ბირჟებზე აქციების ფასების ვარდნას ფინანსისტი რაიან ალექსანდერი ასე ხსნის:
„ბაზრების მერყეობა იმით არის გამოწვეული, რომ ისინი გამოსავალს აღნიშნულ სიტუაციაში ჯერჯერობით ვერ ხედავენ. ეკონომიკა მყიფე მდგომარეობაშია, ჩვენ ჯერ ისევ რეაბილიტაციის ფაზაში ვართ. დროა პრეზიდენტმა, სპიკერმა და მთელმა კონგრესმა სწორი ნაბიჯი გადადგან, რთული გადაწყვეტილებები მიიღონ და საკუთარი პრინციპებიდანაც უკან დაიხიონ, რომ უფსკრულს როგორმე მოვშორდეთ,“ - ამბობს ექსპერტი.
თუკი პრეზიდენტი ობამა და შეერთებული შტატების კონგრესი საბიუჯეტო ცვლილებებზე უახლოესი კვირების მანძილზე ვერ მოილაპარაკებენ, უფსკრული რეალური ხდება და 1 იანვრიდან ბიუჯეტის სეკვესტრი, გადასახადების გაზრდა და რამდენიმე სხვა დრამატული საბიუჯეტო ცვლილება ავტომატური რეჟიმით ამოქმედდება. ეს ყოველივე კი ამერიკის ეკონომიკას ისევ რეცესიის ფაზაში დააბრუნებს, რაც არამარტო შეერთებული შტატების, არამედ მთელი მსოფლიოსთვის შესაძლოა კატასტროფის ტოლფასი იყოს.
ბიუჯეტის სპეციალისტი და ყოფილი რესპუბლიკელი კონგრესმენი, ბილ ფრენზელი ამბობს, რომ მოსაფიქრებელი დროც აღარ რჩება.
„პრეზიდენტმაც უნდა დათმოს ცოტა, სენატმაც და წარმომადგენელთა პალატამ ოდნავ მეტი. მჯერა, რომ მოსალოდნელი შედეგი იმდენად დამანგრეველია, რომ პრეზიდენტი და კანონმდებლები მოლაპარაკებას მოახერხებენ,“ - აღნიშნავს ბილ ფრენზელი.
თეთრი სახლის განცხადებით, თუკი საბიუჯეტო შეთანხმება არ მოხდა, მომხმარებელთა მიერ მომავალი წლის დანახარჯი 200 მილიარდით დაიკლებს, ეკონომიკის ზრდის შემცირება კი - 1.5 პროცენტს მიაღწევს.