ფისკალური უფსკრულის მოლოდინში

ანალიტიკოსებს მიაჩნიათ, რომ 25 დეკემბრის საშობაო არდადეგებიდან დაბრუნებამდე კანონმდებლები მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს არ მიიღებენ
შეერთებული შტატების წარმომადგენელთა პალატა მიიჩნევს, რომ ახლა ბოლო სიტყვა პრეზიდენტ ობამას ეკუთვნის. მან სენატის ხელმძღვანელობა ე.წ. ფისკალური უფსკრულის მოახლოების თავიდან აცილების და ეკონომიკის ხელახალ რეცესიაში ჩავარდნის აღკვეთის გზებში უნდა დაარწმუნოს.

წარმომადგენელთა პალატის სპიკერმა, ჯონ ბეინერმა გაავრცელა განცხადება იმის შესახებ, რომ რესპუბლიკური პარტია მზად არის კომპრომისისთვის და თანახმაა გადასახადი გაეზარდოს ამერიკის იმ მოქალაქეებს, რომელთა შემოსავალიც 1 მილიონ დოლარს აჭარბებს. პრეზიდენტი ობამა ცდილობს საგადასახადო შეღავათები შეუნარჩუნოს მათ, ვისი წლიური შემოსავალი 400 ათასს არ აღემატება და აღნიშნავს, რომ კონგრესის ორივე პალატის დამტკიცების მიუხედავად, კანონს ვეტოს დაადებს. სენატის დემოკრატებმა უკვე დაამტკიცეს კანონპროექტი, რომლის მიხედვითაც გადასახადი გაეზრდება ყველა ამერიკელს, რომლის შემოსავალი 250 ათასს აჭარბებს.

ანალიტიკოსებს მიაჩნიათ, რომ 25 დეკემბრის საშობაო არდადეგებიდან დაბრუნებამდე კანონმდებლები მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს არ მიიღებენ.