დღეს მსოფლიოს ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა ბირთვული იარაღია, იარაღი რომელიც სიცოცხლეს (მასობრივად) ანადგურებს. იქმნება დოკუმენტები და იდება შეთანხმებები, რათა მოხდეს ბირთვული არსენალის კონტროლი. ასეთი ერთ-ერთი დოკუმენტი სტარტის შეთანხმებაა, რომელიც უკვე ათწლეულებია ამერიკასა და რუსეთს შორის ფორმდება. ბოლოს სტარტ 3-ზე შეთანხმებას ხელი გასულ კვირას მოეწერა.
თუმცა, საინტერესოა როგორ აღმოჩნდა საშიში იარაღი ჯერ საბჭოთა კავშირის და ახლა უკვე რუსეთის ხელში?!
შეიძლება ითქვას საბჭოთა კავშირში (ახლა რუსეთში) ბირთვული იარაღის შექმნის ისტორია ისევე, როგორც სხვა ბევრ და მნიშვნელოვან საკითხზე, ჯაშუშობით იღებს სათავეს. სუკი, რომელიც გამუდმებით იპოვებს, უფრო სწორად იპარავს ინფორმაციას დასავლეთიდან, ამ შემთხვევაშიც მთავარი ფიგურანტია და ამას მხოლოდ მედიაში გავრცელებული ინფორმაციები არ მოწმობს.
ასევე ნახეთ: აშშ-რუსეთის სტრატეგიული შეიარაღება - სტარტი III გაფორმებულიაის, რომ რუსეთმა ბირთვული იარაღის შექმნა მოპარული, ჯაშუშური გზით მოპოვებული ინფორმაციით შეძლო, თავად ის პირები ვიდეო კომენტარებით ადასტურებდნენ, რომლებიც საბჭოთა კავშირის პერიოდში ამ პროცესში იყვნენ ჩართულები. არქივი დოკუმენტალისტებმა შემოინახეს.
როგორც რუსეთის სახელმწიფო უსაფრთხოების კომიტეტის და სხვა მაღალი ყოფილი ოფიციალური პირები ამბობენ, სტალინმა მეცნიერებს უთხრა, რომ თუ ისინი არ, ან ვერ შექმნიდნენ ბირთვულ იარაღს, ის მათ დახვრეტდა. დახვრეტა მეცნიერებს იმ შემთხვევაშიც არ ასცდებოდათ, თუ მათ მიერ შექმნილი იარაღი, პირველი ტესტირების დროს არ იმუშავებდა.
ბირთვული იარაღის დამკვეთი წარმოშობით ქართველი იოსებ სტალინი, პროცესის გამკონტროლებელი კი ასევე წარმოშობით ქართველი, სოხუმიდან, ლავრენტი ბერია იყო. ბერია ამ დროს საბჭოთა კავშირის შინაგან საქმეთა მინისტრის თანამდებობას იკავებდა.
1945 წელს სიკვდილის შიშით დაწყებულ ოპერაციას რუსეთში სათავეში მეცნიერი იგორ კურჩატოვი ჩაუდგა. ბერიასა და კურჩატოვის წინაშე რთული ამოანა იდგა, მათ 5 წელში უნდა შეექმნათ ატომური ბომბი, წინააღმდეგ შემთხვევაში პროცესში ჩართულ ადამიანებს საბჭოთა ხელისუფლება სასიკვდილო განაჩენს გამოუტანდა.
ისტორიული წყაროებით ირკვევა, რომ ინფორმაცია, რომ რუსეთი ფიქრობდა ატომური იარაღის შექმნას, ამერიკის შეერთებულ შტატებს ჰქონდა, მაშინ ქვეყანას ჯერ კიდევ ფრანკლინ დელანო რუზველტი მართავდა. თუმცა არაერთი მედიასაშუალება მაშინ წერდა „ამერიკელები არიან მშვიდად, რადგან საბჭოთა კავშირს არ აქვს ცოდნა დამოუკიდებლად შექმნას ბირთვული იარაღი“.
ეს მართლაც ასე იყო, იმ დროისთვის რუს მეცნიერებს არ ჰქონდათ არანაირი ინფორმაცია, თუ როგორ უნდა შეექმნათ ატომური იარაღი, ვითარებას 5-წლიანი ვადაც ართულებდა. ისტორიული წყაროებით ირკვევა, რომ პროცესში მეცნიერებთან ერთად სუკიც ჩაერთო და დაიწყო ძებნა ადამიანის, რომელიც რუს მეცნიერებს დაეხმარებოდა ატომური ბომბის შექმნაში.
ასე გამოჩნდა საბჭოთა მეცნიერების მთავარი მხსნელი, წარმოშობით გერმანელი, ფიზიკოსი კალუს ფუქსი. ფუქსს, გარდა თავისი ნაშრომებისა, ჰქონდა უშუალო გამოცდილება ატომური ბომბის შექმნაში. ფუქსი აქტიურად იყო ჩართული ამერიკაში ატომური ბომბის შექმნისა და მისი გამოცდის პროცესში. ბრყინვალე ფიზიკოსი, მაშინ როცა ის სუკის გავლენის ქვეშ მოექცა, გერმანიიდან ნაცისტებს იყო გაქცეული და თავს დიდ ბრიტანეთს აფარებდა. ფუქსი იზიარებდა საბჭოთა იდეოლოგიას და როგორც საბჭოთა კავშირში შენახული დოკუმენტებით ირკვევა, ის იმპერიას ინფორმაციას ამერიკიდანაც აწვდიდა. თუმცა, აქტიური თანამშრომლობა დიდ ბრიტანეთში ამერიკის შეერთებული შტატებიდან დაბრუნების შემდეგ დაიწყო.
საბჭოთა კავშირის უსაფრთხოების სამსახურებმა ფუქსთან კავშირის დასამყარებლად დიდ ბრიტანეთში ალექსანდრე ფეკლიოსოვი გაგზავნეს. კაცი რომელიც იმ დროისთვის სუკის მთავარი აგენტი იყო.
„მე მესმოდა, რომ დავალება ძალიან რთული იყო, მათ შორის ძალიან კარგი აგენტისთვის. მე მუდამ მომზადებული ვიყავი ყველა შეხვედრისთვის, საგულდაგულოდ ვინიშნავდი ინფორმაციას. შეხვედრის ადგილები წინასწარ მკაცრად იყო განსაზღვრული. ჩვენ ორივე ვცდილობდით დაგვეზღვია თავი, რომ ბრიტანეთის სადაზვერვო სამსახურები უკან არ მოგვყვებოდნენ“, ამბობს ალექსანდრე ფეკლისოვი რომელიც სუკის ყოფილი აგენტია.
Your browser doesn’t support HTML5
ფელისკოვის და გერმანელი მეცნიერის კავშირი წლების განმავლობაში გრძელდებოდა. საერთო ჯამში, გერმანელმა ფიზიკოსმა საბჭოთა კავშირს დეტალური ინფორმაცია მიაწოდა, როგორ უნდა შეექმნათ ბირთვული იარაღი. კლაუს ფუქსმა სუკის აგენტს გადასცა დეტალური გამოთვლების ნახაზები და დიაგრამები გაუზიარა. დოკუმენტებზე წვდომა მხოლოდ რამდენიმე ადამიანს ჰქონდა საბჭოთა კავშირში, რომლებიც შემდეგ მეცნიერებს უზიარებდნენ ინფორმაციას.
როგორც სუკისყოფილი აგენტები და მეცნიერები იხსენებენ, ერთ-ერთი ყველაზე მთავარი დაბრკოლება მაშინ საბჭოთა მეცნიერების წინაშე იყო საკითხი, როგორ დაეწყოთ ურანით გამდიდრება, რომელიც მათ ასე სჭირდებოდათ.
Your browser doesn’t support HTML5
თვეების შემდეგ საბჭოთა კავშირს, როცა უკვე ჰქონდა ფულიც და ინფორმაციაც, დაიწყო პირველი ბირთვული რეაქტორის მშენებლობა. პროცესში თანდათანობით უფრო და უფრო მეტი ადამიანი ერთვებოდა. რეაქტორმა ურანით გამდიდრება 1946 წელს დაიწყო. არაერთი პრობლემის მიუხედავად, პროექტმა ახალი ძალა 1947 წელს შეიძინა და ურანით გამდიდრების პროცესი უფრო სწრაფად მიმდინარეობდა.
რეაქტორზე მუშაობის პროცესში ასობით ადამიანი დაიღუპა, რადგან მათ არ ჰქონდათ ცოდნა და სპეციალური შეიარაღება. საბჭოთა ხელისუფლებამ მალევე პროცესში სამხედროები ჩართო.
ისტორიული წყაროები ამბობენ, რომ ერთ-ერთ შეხვედრაზე სტალინმა მეცნიერები გააფრთხილა და უთხრა, რომ თუ მათ მიერ შექმნილი ატომური იარაღი არ იმუშავებდა, მათ დახვრეტდა. 5-წლიანი ვადის ამოწურვამდე კი იმ დროისთვის უკვე ერთ წელზე მეტი რჩებოდა.
მაშინ მეცნიერებმა მიიღეს გადაწყვეტილება ატომური ბომბის გამოცდა 1949 წელს ჩაეტარებინათ, ერთი წლით ადრე ვიდრე ამას სტალინი ითხოვდა. რუსული ისტორიული წყაროებით ცნობილია, რომ იოსებ სტალინს უკვე ჰყავდა მეცნიერთა ახალი გუნდი შექმნილი, რომლებიც მოქმედ მეცნიერებს ჩაანაცვლებდნენ, თუ მათი ნამუშევარი არ გაამართლებდა და მათ დახვრეტდა.
Your browser doesn’t support HTML5
"პირველი ელვა" ასე დაარქვეს რუსეთში პირველ ატომურ ბომბს, რომელის გამოცდა ამ დროისთვის უკვე ყაზახეთის ტერიტორიაზე სემიპალატინსკში შედგა. ბომბის გამოსაცდელად საბჭოთა ხელისუფლებამ ააგო ხიდები და ააშენა სახლები, რათა გაეზომათ მანძილი, თუ რა ზიანის მიყენება შეეძლო ბომბს, გამოყენების შემთხვევაში.
რაც შეეხება რადიაციას, საბჭოთა კავშირის გადაწყვეტილებით, ცდისთვის ცხოველები გამოიყენეს, რომლებიც აფეთქების მახლობლად გალიაში გამოამწყვდიეს.
გამოცდამდე რამდენიმე წუთით ადრე პროექტის ხელმძღვანელი კუჩატოვი ჯერ კიდევ ფიქრობდა, რომ ბომბი არ იმუშავებდა, თუმცა ეს ასე არ მოხდა. აფეთქება მოხდა. მისი მასშტაბები კი ყველასთვის გამაოგნებელი აღმოჩნდა.
Your browser doesn’t support HTML5
არავინ ელოდა ასეთ მასშტაბურ დარტყმას, სწორედ ამიტომ ვერ მოხდა ტერიტორიის სწორი განსაზღვრა და აფეთქებას ასობით ადამიანი, სახმედრო პირი შეეწირა. ატომური ბომბი, რომელიც საბჭოთა კავშირმა გამოსცადა, ამერიკული ბომბის იდენტური იყო. ბირთვული იარაღის შექმნის შემდეგ წვეულება გაიმართა, ხალხი რომელიც დასახვრეტად იყვნენ განწირულნი, სტალინის მითითებით ეროვნულ გმირებად გამოაცხადეს და სიგელებით დააჯილდოვეს.
Your browser doesn’t support HTML5
1949 წლის 29 აგვისტოს საბჭოთა კავშირის მიერ ბირთული იარაღის გამოცდის შესახებ ინფორმაცია ამერიკის შეერთებულმა შტატებმა მოიპოვა. ოფიციალური წყაროებით ამერიკის სადაზვერვო სამსახურის თვითმფრინავმა ტერიტორიას გადაუფრინა და რადიაქტივობის დამადასტურებელი მტკიცებულება მოიპოვა.
ვაშინგტონში მალევე დაიწყო ინფორმაციის გაანალიზება, პრეზიდენტმა ჰარი ტრუმენმა კი განცხადება ამავე წლის 3 სექტემბერს გააკეთა და ამერიკელ ხალხს მიაწოდა ინფორმაცია, რომ ახლა უკვე საბჭოთა კავშირიც ფლობდა ბირთულ იარაღს.
Your browser doesn’t support HTML5
ინფორმაციის გავრცელებიდან მალევე განცხადება გააკეთა უნგრელმა იმიგრანტმა ედვარდ ტალერმა, რომელიც იმ დროისთვის ამერიკის მთავარი ბირთვული ფიზიკოსი იყო. ტალერმა ნაცისტური გერმანიის მარცხის შემდეგ, საბჭოთა კავშირი მსოფლიოს ახალ საფრთხედ დაასახელა.
“ამით შემიძლია ვთქვა, რომ რუსეთი 10 წლის შემდეგ წინ იქნება. მე ვამბობ, რომ ეს მოხდება იმ შემთხვევაში, თუ ჩვენ არ გავაუმჯობესებთ ჩენს იარაღს და არ წავალთ წინ. საბჭოთა კავშირი ახლა უკვე გააძლიერებს შეიარაღებას. რეალურად რუსული კომუნიზმი არის ახალი საფრთხე მსოფლიოსთვის“, ამბობდა ედვარდ ტალერი ამერიკის მთავარი ბირთვული ფიზიკოსი
მალევე ამერიკის პრეზიდენტმა ჰარი ტრუმენმა მიიღო გადაწყვეტილება და მეცნიერებს წყალბადის ბომბის შექმნის დაჩქარება დაავალა, რომელიც გაცილებით უფრო ძლიერი იქნებოდა. საკითხზე მუშაობა კი სწორედ ტალერმა დაიწყო.
„ჩვენ უნდა შევინარჩუნოთ ლიდერობა ატომურ სფეროში. ჩვენ არ უნდა უგულვებელვყოთ წყალბადის ბომბი,"- ამბობდა ამერიკის პრეზიდენტი.
რუსული წყაროების ინფორმაციით ტალერის განცხადების შემდეგ სტალინმა სუკს დაავალა, რომ მოეპოვებინათ ინფორმაცია ტალერის მიზნებისა და ნაშრომების შესახებ.
სუკის ინფორმაციის წყარო კი ამ შემთხვევაში კვლავ გერმანელი ფიზიკოსი უნდა ყოფილიყო თუმცა, ამერიკის სადაზვერვო სამსახურებმა მათ დაასწრეს.
ამერიკის დაზვერვამ 4 თვეში გაარკვია, რომ საბჭოთა კავშირს საიდუმლო ინფორმაცია გერმანელმა ფიზიკოსმა კლაუს ფუქსმა მიაწოდა. მეცნიერმა,რომელიც შეერთებული შტატებისთვის მუშაობდა ატომური ბომბების დამზადებაში.
ფუქსი მალევე 1950 წლის იანვარში დააკავეს და ცნობილი გახდა, რომ მან საბჭოთა კავშირს არა მხოლოდ ატომური იარაღის შექმნისთვის მიაწოდა ინფორმაცია, არამედ მოუყვა მის ხელთ არსებული ინფორმაცია, თუ სად რა შეიარაღება ჰქონდა ამერიკის შეერთებულ შტატებს განლაგებული.
ის, რომ ფუქსი დაკავებული იყო სუკს ინფორმაცია არ ჰქონდა. ლონდონში ფუქსთან შეხვედრაზე კი სუკის ყოფილი აგენტი ალექსანდრე ფეკლისოვი მივიდა. შეხვედრა ლონდონში 1950 წლის 27 იანვარს უნდა შემდგარიყო. ოქსფორდის მეტროსადგურიდან დილით მიმავალ მატარებელში. საიდუმლო შეხვედრაზე კი მხოლოდ სუკის აგენტი მივიდა, რომელმაც მეტროს შესასვლელში აღმოაჩინა, რომ ფუქსი დაკავებული იყო. ის იხსენებს, რომ გაოგნდა, როცა ფუქსის ფოტო გაზეთში დაინახა.
Your browser doesn’t support HTML5
„შეხვედრაზე საბჭოთა კავშირის საელჩოდან ფეხით წავედი, ბაღი გავიარე და მეტროს შესასვლელთან გაზეთებს მოვკარი თვალი და გავოგნდი. ვეცადე არ შემემჩნია და მშვიდად, აუღელვებლად გავაგრძელე გზა“ალექსანდრე ფეკლისოვი სუკის ყოფილი აგენტი
ინფორმაციის გარეშე საბჭოთა კავშირი სწრაფ სვლას წინ ვერ ახერხებდა. ამერიკაში კი დიდი სამზადისი იყო შეექმნათ წყალბადის ბომბი, რომელიც გაცილებით მძლავრი იქნებოდა.
ამერიკის პრეზიდენტის განცხადებიდან ზუსტად ორ წელში, შტატებში შექმნეს 65 ტონის წყალბადის ბომბი, რომლის გამოცდაც 1952 წელს წყნარ ოკეანეში მოხდა. აფეთქება იმდენად ძლიერი იყო, რომ ის ისტორიაში ადამიანის მიერ გამოწვეულ ყველაზე დიდ აფეთქებად არის შესული. ბომბმა კუნძული მთლიანად გაანადგურა და ათასჯერ უფრო ძლიერი იყო ვიდრე ატომური ბომბი, რომელიც ჰიროშიმაში ჩამოვარდა.
ბირთვული იარაღის მქონე სახელმწიფოების რაოდენობა დროთა დრო იზრდება, რაც უფრო და უფრო ართულებს მსოფლიოს მშვიდობიან განვითარებას.
ამ დროისთვის ბირთულ იარაღს ფლობს: ამერიკის შეერთებული შტატები; დიდი ბრიტანეთი; ჩინეთი; რუსეთი და საფრთანგეთი. შედარებით მცირე რაოდენობით ბირთვული იარაღი გააჩნია ინდოეთს; ჩრდილოეთ კორეასა და პაკისტანს. ბირთულ იარაღს ვარაუდობენ, რომ ფლობს ისრაელი. ისტორიული წყაროებით ირკვევა, რომ ბირთვულ იარაღს ადრეულ წლებში აწარმოებდნენ და ინახავდნენ ბელარუსში, ყაზახეთში, უკრაინაში და და სამხრეთ აფრიკაში.
ასევე ნახეთ: "ძვირს დავუჯენთ" - ბაიდენის გაფრთხილება რუსეთს72 წლის თავზე ამერიკის შეერთებულ შტატებსა და რუსეთს შორის რამდენიმე დღის წინ კიდევ ერთხელ განახლდა, 90-იან წლებში დადებული ხელშეკრულება ბირთვული შეიარაღების შესახებ. გრძელდება მოლაპარაკებები ირანთან.