ომიკრონის პირველი მსხვერპლი ბრიტანეთში

ლონდონი აცხადებს, რომ სულ ცოტა, ერთი ადამიანი უკვე გარდაიცვალა კორონავირუსის ახალი ვარიანტის, ომიკრონის გამო. ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრ ბორის ჯონსონის განცხადებით, დღეისთვის, ქვეყნის დედაქალაქში ომიკრონის ვატიანტის შემთხვევები ახლადინფიცირების 40%-ზეა პასუხისმგებელი.

გაერთიანებულ სამეფოში ომიკრონი პირველად 27 ნოემბერს აღრიცხეს. ახალი ვარიანტის სწრაფი გავრცელების გამო, ქვეყანაში მკაცრი შეზღუდვები შემოიღეს, მოსახლეობას კი კოვიდ-19-ის ვაქცინის დამატებითი დოზის გაკეთებისკენ მოუწოდეს, რათა თავიდან აეცილებინათ საავადმყოფოების გადატვირთვა. ჯანდაცვის მდივანი საჯიდ ჯავადი აცხადებს, რომ ახალი ვარიანტი "ფენომენალური სისწრაფით" ვრცელდება.

Your browser doesn’t support HTML5

ომიკრონი - სპეციალისტების პროგნოზები და რეკომენდაციები