ფინეთის საცეცხლე ძალა: რუსეთის ახალი ნატოს წევრი მეზობლის შეიარაღება
F/A-18 ჰორნეტი
ფინეთის საჰაერო ძალებს, ამერიკული წარმოების ამ ტიპის 62 თვითმფრინავი ემსახურება. 2026 წელიდან, მოძველებული თვითმფრინავები, უახლესი თაობის 64 ეფ-35-ით ჩანაცვლდება.
ჰამინა კლასის სარაკეტო ნავი
ფინეთის საზღვაო ძალებს, ამჟმად ასეთი 4 ხომალდი ემსახურება. ის ალუმინისა და სხვა კომპოზიტური მასალებისგანაა დამზადებული, რაც მათ შედარებით მსუბუქს და მოსახერხებელს ხდის იარაღის მასივით, რომელიც მოიცავს რაკეტებს, საარტილერიო იარაღს და სიღრმის მუხტს, ხომალდს შეუძლია დაუპირისპირდეს „საფრთხეებს ჰაერიდან, ზედაპირიდან და წყალქვეშა სივრციდან.“ ფინეთს არ აქვს წყალქვეშა ფლოტი.
298 RSRAKH 06 მძიმე სარაკეტო გამშვები დანადგარი
ეს სარაკეტო გამშვები სისტემა, მისი ამერიკელი მწარმოებლის მიერ ცნობილია, როგორც M270 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები სისტემა. MLRS ისვრის იგივე მართვად რაკეტებს, როგორსაც HIMARS-ის სატვირთო მანქანებზე დამონტაჟებული გამშვებები, მაგრამ აქვს უფრო დიდი გამავლობის მობილობა და რაკეტის უფრო დიდი ტევადობა.
ლეოპარდ 2 ტიპის ტანკი
ფინეთს, გერმანული წარმოების ამ ტანკების 200 ერთეული აქვს. ლეოპარდ 2 ტიპის ტანკი უფრო სწრაფია, ვიდრე მისი საბჭოთა მრავალი ექვივალენტი.
155 PSH K9 FIN ჰაუბიცა
ამ 155 მილიმეტრიან თვითმავალ ჰაუბიცას, რომელსაც სამხრეთ კორეული მწარმოებელი K9 Thunder-ს უწოდებს, ერთსა და იმავე ადგილზე, ერთდროულად, სამი ჭურვის დარტყმა შეუძლია.
Patria XA-360 ჯავშანტრანსპორტიორი
ეს ფინური წარმოების მანქანა აღჭურვილია იარაღის სისტემით, რომლის დამიზნებაც შესაძლებელია დისტანციურად, APC-ის კორპუსის შიგნით ჩაკეტილი მსროლელის მიერ. მას შეუძლია 11-მდე ჯარისკაცის გადაყვანა და მორგებულია ფინეთის ჭაობიან რელიეფზე.
155 GH 52 APU
ფინური წარმოების 155 მმ-იანი, თვითმავალი ქვემეხის მოდელი.
120 KHR TEKA არტიკულირებული ნაღმტყორცნების მატარებელი
მძიმე ნაღმმტყორცნი, რომელიც დამონტაჟებულია ფინური წარმოების Piglet-ის სატრანსპორტო საშუალების მისაბმელის შიგნით, საცეცხლე ეკიპაჟს საშუალებას აძლევს, წუთში ათეული დარტყმა განახორციელოს, შემდეგ კი გადაადგილდეს იქამდე, ვიდრე მოწინააღმდეგის ბატარეიის რადარები, მის ზუსტ ადგილსამყოფელს განსაზღვრავს.
Leopard 2L Armored Bridge Layer
გერმანული წარმოების ამ მაქნანას, ხიდის გაშლა 25 მეტრამდე სიგანეზე შეუძლია. ღამის ხედვის აღჭურვილობა, ორკაციან ეკიპაჟს საშუალებას აძლევს რამდენიმე წუთში გადაკვეთოს მონაკვეთი, თუნდაც სრულ სიბნელეში.