ამერიკაში 900 000-ზე მეტი 5-დან 11 წლამდე ბავშვი კოვიდ-19-ზე უკვე აიცრა

თეთრი სახლის ინფორმაციით, ოთშაბათის მონაცემებით, 5-დან 11 წლამდე 900 000-ზე მეტი ბავშვი კოვიდ ვაქცინის პირველი დოზით უკვე აცრილია.

ამერიკის შეერთებულ შტატებში, ამ ასაკობრივ ჯგუფში ფაიზერით ვაქცინაცია 3 ნოემბერს დაიწყო.

„იმ ფონზე როცა ჩვენი პროგრამა სრულად ამ კვირაში ამუშავდა, დღის ბოლომდე 900 000-ზე მეტ ბავშვს ვაქცინის პირველი დოზა უკვე ექნება მიღებული“ - განაცხადა გუშინ ჟურნალისტებთან შეხვედრისას თეთრი სახლის კოვიდ-19-თან ბრძოლის კოორდინატორმა, ჯეფ ზენცმა.

ასევე ნახეთ: ავადობის და სიკვდილობის პროცენტული რაოდენობით ევროპა დღეს მსოფლიოს ლიდერია

ზენცმა გასულ კვირას განაცხადა, რომ პროგრამის დაწყების პირველ კვირაში, ამ ასაკობრივი ჯგუფისთვის განკუთვნილი ვაქცინის 15 მილიონი დოზა იქნებოდა ხელმისაწვდომი. მისი თქმით, ფედერალურმა მტავრობამ, ამ ჯგუფისთვის საკმარისი 28 მილიონი ვაქცინის დოზა უკვე შეიძინა.

ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის ჯანდაცვის უსაფრთხოების ცენტრის წარმომადგენელი, ამეშ ადალია ამბობს, რომ პირველი რამდენიმე დღის განმავლობაში, ვაქცინაციისთვის ბავშვების ჩაწერა რთული იყო.

„თუმცა ჩანს, რომ მომავალში ეს უფრო გამარტივდება, რადგან ძირითადი ფარმაცევტული დაწესებულებები, საავადმყოფოები და სხვა ორგანიზაცები, ამ ჯგუფის ვაქცინაციის შესაძლებლობას ზრდიან“ - აცხადებს ადალია.

გასულ წელს, აშშ-ში კოვიდ-19-ით 66 ბავშვი გარდაიცვალა. ამერიკის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის დირექტორი, როშელ ვალენსკი ამბობს, რომ კოვიდ-19 ბავშვების მომაკვდინებელი ყველაზე ფართოდგავრცელებული დაავადებაა, რომლის პრევენციაც ვაქცინით არის შესაძლებელი.

ასევე ნახეთ: ვარჯიშის ზემოქმედება შფოთვით აშლილობაზე - უახლესი კვლევა რუბრიკაში "გალილეო"

ვალენსკის ინფორმაციით, გასული კვირის განმავლობაში, შვიდდღიანი საშუალო მაჩვენებლით, ინფიცირების 73 300 შემთხვევა დაფიქსირდა. მისი თქმით, გარდაცვალების დღიური საშუალო მაჩვენებელი 1 000-ს შეადგენს. უცვლელია ჰოსპიტალიზაციის საშუალო მაჩვენებელი, დღეში 5 000.