ამერიკელი მარეგურილებლების გადაწყვეტილებით, მათ, ვინც „მოდერნასა“ და „ჯონსონ და ჯონსონის“ ვაქცინებით აიცრა, გამაძლიერებელი, ე.წ. ბუსტერი დოზის მიღება შეეძლებათ. საუბარია იმ ადამიანთა ჯგუფზე, ვინც ბუსტერის მიღების კრიტერიუმებში ჯდება. ამასთან ერთად, მნიშვნელოვანი სიახლე ისაა, რომ მათ შეეძლებათ გამაძლიერებელ დოზად, თავდაპირველად მიღებული ვაქცინისგან განსხვავებული ვაქცინა მიიღონ.
ექსპერტებს მიაჩნიათ, რომ აშშ-ის სურსათისა და მედიკამენტების სააგენტოს (FDA) მიერ ოთხშაბათს მიღებული გადაწყვეტილება, ქვეყანაში მიმდინარე ბუსტერ-დოზების კამპანიას კიდევ უფრო გაფართოებს.
ასევე ნახეთ: კვლევის მე-3 ფაზა "ფაიზერის" ე.წ. ბუსტერის მაღალ ეფექტურობას ადასტურებსFDA-ის რეკომენდაციით, ის ადამიანები, ვინც „ჯონსონ და ჯონსონის“ ერთდოზიანი ვაქცინით არიან აცრილები, ასაკის განურჩევლად, შეძლებენ გამაძლიერებლი დოზა, პირველი დოზის მიღებიდან ორი თვის შემდეგ მიიღონ.
„კარგია, როცა არსებობს შესაძლებლობა ვაქცნების ჩანაცვლება-შერევის. ეს იმის მსგავსია, რასაც ვირუსული გრიპის ვაქცინის შემთხვევაში ვაკეთებთ. ადამიანების უმეტესობამ არ იცის, რა ბრენდის გრიპის ვაქცინა მიიღეს“ - აცხადებს FDA-ის წარმომადგენელი, ექიმი პიტერ მარქსი.
იმის შესახებ, თუ ვინ და როდის უნდა მიიღოს გამაძლიერებელი დოზები, დაავადებათა კონტროლის და პრევენციის ცენტრის (CDC) დამოუკიდებელ მრჩეველთა საბჭო, სავარაუდოდ დღესვე იმსჯელებს. მათი რეკომენდაციები მოგვიანებით დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის დირექტორმა უნდა დაამტკიცოს.
ასევე ნახეთ: პანდემიამ ფინანსური პრობლემები ამერიკული ოჯახების მესამედზე მეტს შეუქმნა190 მილიონი ამერიკელიდან, ვინც სრულად არის აცრილი, უმეტესობამ „ფაიზერისა“ და „მოდერნას“ ორდოზიანი კოვიდ-19-ის ვაქცინები მიიღო. „ჯონსონ და ჯონსონის“ ერთდოზიანი ვაქცინით შეერთებულ შტატებში დაახლოებით 15 მილიონი ამერიკელია აცრილი.