FDA-მ შესაძლოა ბუსტერების მიქსის სტრატეგია დაამტკიცოს

შეერთებული შტატების სურსათისა და წამლის ადმინისტრაცია მალე ამერიკელებს საშუალებას მისცემს, კოვდ-19-ის ვაქცინის გამაძლიერებელი დოზად, იმ მწარმოებლის ვაქცინისგან განსხვავებული მიიღონ, რომლითაც უკვე სრულად არიან აცრილნი. ამის შესახებ ინფორმაციას ამერიკული მედიასაშუალებები ავრცელებს.

მედიკამენტების ამერიკული მარეგულირებელი, ე.წ. „შერევა-შეთავსების“ სტრატეგიის შესახებ საჯაროდ ხვალ, 20 ოქტომბერს განაცხადებს. საუბარია „მოდერნასა და „ჯონსონ და ჯონსონის“ ვაქცინების გამაძლიერებელ დოზებზე.

ასევე ნახეთ: "ჯონსონი და ჯონსონის" ე.წ. ბუსტერის ეფექტურობა კითხვის ნიშნის ქვეშაა

აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციიც ცენტრმა (CDC), ადამიანთა გარკვეული ჯგუფებისთვის უკვე დაამტკიცა ფაიზერის ორი დოზის გამაძლიერებელი ბუსტერ დოზა, ბოლო აცრის გაკეთებიდან 6 თვის თავზე. ბუსტერი დოზის მიღების შესაძლებლობა ექნებათ 65 წლის და უფროსი ასაკის ადამიანებს, პანდემიის ფრონტის წინა ხაზზე მომუშავე პერსონალს, როგორებიც არიან ჯანდაცვის მუშაკები, მასწავლებელბი და თანხმლები დაავადებების მქონე 50-64 წლის ასაკის ადამიანებს.

სამხრეთ აფრიკის უარი “სპუტნიკ V” - ს

ორშაბათს, მედიკამენტების სამხრეთ აფრიკულმა რეგულატორმა განაცხადა, რომ რუსული წარმოების კოვიდ-19-ის ვაქცინას, „სპუტნიკ V”-ს საგანგებო გამოყენებისთვის არ დაამტკიცებს. მიზეზი არსებული შეშფოთებებია, რომლის მიხედვით, რუსულმა ვაქცინამ შესაძლოა მამაკაცებში აივ ინფეცქიის რისკი გაზარდოს.

ასევე ნახეთ: ჯანმოში დამტკიცების პროცესის ჩავარდნის მიუხედავად, რუსეთი ვაქცინის ექსპორტს აგრძელებს

აივ ინფექციის მიმართულებით, სამხრეთ აფრიკას მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მაჩვენებელი აქვს. რუსული ვაქცინის მწარმოებელი, გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფს და „სრულიად უსაფუძვლოს“ უწოდებს.

სამხრეთ აფრიკა ამ დროისთვის, მოსახლეობის ვაქცინაციისთვის „ფაიზერისა“ და „ჯონსონ და ჯონსონის“ ვაქცინებს იყენებს.