ამერიკის შეერთებული შტატების მთავარი ინფექციონისტი, ენტონი ფაუჩი კორონავირუსის ვაქცინასთან დაკავშირებით განცხადებას აკეთებს. მისი თქმით, კოვიდ-19-ის ვაქცინისთვის „საგანგებო გამოყენების ავტორიზაციის“ მინიჭება და მისი ფართომასშტაბიანი გამოცდის გარეშე წარმოებაში ჩაშვება არ არის კარგი აზრი. ფაუჩის თქმით, ამან შესაძლოა დაასუსტოს სხვა ქვეყნების მიერ ვაქცინის შემუშავების ძალისხმევა.
მეცნიერები და ჯანდაცვის სპეციალისტები ეჭვობენ, რომ პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა, შესაძლოა, ზეწოლა მოახდინოს „ამერიკის საკვებისა და მედიკამენტების ადმინისტაციაზე“ და აიძულოს ისინი, რომ ვაქცინა ნოემბრამდე გამოუშვან. ეს კი არჩევნებში მისი გამარჯვების შანსს გაზრდის.
ასევე ნახეთ: რამდენად გადააქვთ ბავშვებს კოვიდ-19ენტონი ფაუჩიმ, რომელიც ამერიკის „ალერგიისა და ინფექციური დაავადებების ეროვნული ინსტიტუტის“ დირექტორია, არ ისურვა პრეზიდენტის განცხადებაზე კომენტარის გაკეთება. თუმცა, ამბობს, რომ ვაქცინის მიღების დაჩქარების შემთხვევაში რისკები იქნება.
„ის რაც არ გინდა, რომ ვაქცინას ჰქონდეს მისი ეფექტურობის გამოცდამდე არის „საგანგებო გამოყენების ავტორიზაცია“, ამბობს ენტონი ფაუჩი.
„ერთ-ერთი პოტენციური საფრთხე ვაქცინის ნაადრევად გამოშვებაში ისაა, რომ ძალიან რთული იქნება, სავარაუდოდ, შეუძლებელიც კი, რომ შემდეგ დაარწმუნო ადამიანები სხვა ვაქცინების გამოკვლევაში მიიღონ მონაწილეობა“, ამბობს ფაუჩი.
ასევე ნახეთ: არჩევნები და ვაქცინა - კოვიდ19-ით ინფიცირებულთა რაოდენობა 19 მილიონიაახლა წამყვანი პოზიციები უკავიათ და ვაქცინის შექმნაში დაწინაურებულები არიან კომპანიები „მოდერნა“, „ფაიზერი“ და „ასტრაზენეკა“. ისინი გეგმავენ, რომ ათობით ათასი მოხალისე ჩართონ ვაქცინის გამოცდაში. გასულ კვირას კი კომპანიამ „ჯონსონი და ჯონსონი“ თქვა, რომ იმედი აქვს, რომ ვაქცინის მესამე ფაზის გამოცდაში 60,000 მონაწილეს ჩართავს.
კვირას, პრეზიდენტმა ტრამპმა თქვა, რომ კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებული პაციენტების პლაზმის გამოყენებას კოვიდ-19-ის სამკურნალოდ, „საგანგებო გამოყენების ავტორიზაციას“ მიანიჭებენ. პლაზმის გამოყენების ეფექტურობა ჯერ დადგენილი არ არის, ამიტომ პრეზიდენტის განცხადებამ შეშფოთება გამოიწვია სფეროს ექსპერტებში.
ასევე ნახეთ: ახალი კვლევა პლაზმის დადებით შედეგებზე - კორონავირუსზე იმედისმომცემი სიახლე რუბრიკაში „გალილეო"ტვიტერზე კი პრეზიდენტმა დაწერა, რომ „ამერიკის საკვებისა და მედიკამენტების ადმინისტრაციაში“ ე.წ „ჩრდილოვანი სახელმწიფოს“ ელემენტები ცდილობენ, რომ შეანელონ კორნავირუსის ვაქცინისა და სამკურნალო საშუალებების მიღების პროცესი. ტრამპის აზრით, ეს ხალხი ცდილობს ვაქცინის მიღება 3 ნოემბრის შემდეგ მოხდეს, რათა მის თავიდან არჩევას ხელი შეუშალონ.
უსაფრთხო და ეფექტური ვაქცინა, ახლა ერთადერთი გამოსავალია პანდემიის დასასრულებლად, რომელმაც მსოფლიოს მასშტაბით 800,000-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. მათგან 177,000 ამერიკაში გარდაიცვალა.
ვაქცინებზე მომუშავე ექსპერტები შიშობენ თეთრმა სახლმა ზეწოლა არ მოახდინოს „საკვებისა და მედიკამენტების ადმინისტრაციაზე“ და არ აიძულოს, რომ გამოიყენონ „საგანგებო გამოყენების ავტორიზაცია“ და ნაადრევად არ ჩაუშვან ვაქცინა წარმოებაში.
ასევე ნახეთ: კოვიდ-19-ის პანდემია "ერთი დიდი ტალღაა" და არა სეზონური - ჯანმო„ამ მექანიზმის გამოყენება თუ ვაქცინაზე მოხდება, ძალიან ვინერვიულებდი. ეს ძალიან განსხვავდება პლაზა თერაპიისგან“, ამბობს ექიმი პიტერ ჰოტეზი, ინფექციური დაავადებების ექსპერტი და ვაქცინის მკვლევარი ბეილორის სამედიცინო კოლეჯიდან.
ფაუჩიმ თქვა, რომ მიუხედავად იმისა, ვაქცინა „საკვებისა და მედიკამენტების ამდინისტრაციის“ სრულ შემოწმებას გაივლის თუ მიიღებს „საგანგებო გამოყენების ავტორიზაციას“, აუცილებელია, რომ დამტკიცდეს, რომ ვაქცინა არის როგორც უსაფრთხო, ისე ეფექტური.
„საგანგებო გამოყენების ავტორიზაცია“, როგორც წესი ენიჭება ისეთ მედიკამენტებს, რომლებიც გამოიყენება „ სერიოზული, ან სიცოცხლისთვის საფრთხისშემცველი დაავადების დიგანოსტირების, პრევენციისა და მკურნალობისთვის, როდესაც პროდუქტის გამოკვლეული უპირატესობები წონის შესაძლოს რისკებს“, თქვა ფაუჩიმ.
ასევე ნახეთ: პუტინი ამბობს, რომ კოვიდ19-ის ვაქცინა რუსეთმა უკვე შექმნაასეთი ტიპის ავტორიზაციის მინიჭება ვაქცინისთვის შესაძლოა მისაღები იყოს მაშინ, როდესაც კვლევები აჩვენებს, რომ ის უსაფრთხო და ეფექტურია. „ჩემთვის, აბსოლუტურად პირველხარისხოვანია ის, რომ აუცილებლად უნდა ვნახოთ ვაქცინის უსაფრთხოებისა და ეფექტურობის მტკიცებულება“, ამბობს ფაუჩი. „ვიმედოვნებთ, რომ არაფერი ჩაერევა ვაქცინის უსაფრთხოებისა და ეფექტურობის სრული დემონსტრირების პროცესში“, თქვა ამერიკის მთავარმა ინფექციოლოგმა.