ინფექციურ დაავადებათა წამყვანი ექსპერტი, ექიმი ენტონი ფაუჩი ამბობს, რომ კორონავირუსის დელტა ვარიანტი განსაკუთრებულ რისკებს ქმნის.
ტელეკომპანია „ABC”-თან საუბრისას ის ამბობს, რომ ვითარება უარესდება და ამაში ამერიკის მთავარი ინფექციონისტი ადამიანების უარყოფით როლზე საუბრობს, რომლებიც ვაქცინის გაკეთებაზე უარს ამბობენ.
ასევე ნახეთ: ბრიტანეთი მესამე დოზით აცრას იწყებს, ისრაელმა ეს უკვე დაიწყოპანდემიური ვითარების გაუარესების ფონზე, იმ ადამიანთა ნაწილი, ვინც აქამდე არ აცრილა ამბობს, რომ ახლა ვაქცინის გაკეთებას განიხილავს. თუმცა, მილიონობით ადამიანი, სხვადასხვა მიზეზის გამო, ვაქცინის გაკეთებაზე კვლავ უარს ამბობს.
„[ვაქცინით] თქვენ იცავთ თავს, მძიმე ავადმყოფობისგან და შესაძლოა სიკვდილსგან. არავაქცინირებულები ვირუსის გამრავლებას უწყობენ ხელს“ - აცხადებს ფაუჩი.
ინფიცირების მაჩვენებლის კლების შემდეგ, ახლა აშშ-ში ყოველდღიურად საშუალოდ 70 000 ადამიანი ინფიცირდება.
დელტა ვარიანტის გავრცელების ფონზე, ზოგიერთი მონაცემთა ბაზის წინასწარი გათვლებით, აგვისტოში ინფიცირების მაჩვენებლმა შესაძლოა 140 000-დან 300 000-მდე იმერყეოს.
ასევე ნახეთ: ავსტრალიაში ლოქდაუნის კონტროლში სამხედროები ჩაერთნენმეცნიერები ამბობენ, რომ დელტა ვარიანტის გავრცელება სრულად ვაქცინირებულ ადამიანებსაც კი შეუძლიათ, ამიტომ აშშ-ის დაავადებათა კონტროლის ცენტრმა ახალი დირექტივა გამოსცა, რომლის მიხედვითაც, საზოგადოებრივი თავშეყრის დახურულ ადგილებში პირბადე ვაქცინირეულმა ადამიანებმაც უნდა ატარონ.
ცენტრის დირექტივას კრიტიკით შეხვდა რესპუბლიკელი გუბერნატორების ნაწილი, რომლებსაც საკუთარ შტატებში შეზღუდვები მოხსნილი აქვთ.
დაგ დუსი, არიზონას გუბერნატორი დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის დირექტივას არ იღებს.
ასევე ნახეთ: კორონავირუსი ლაბორატორიიდანაა გაპარული - რესპუბლიკელ კონგრესმენთა ანგარიში„არიზონა არ აწესებს პირბადის ტარების ვალდებულებას, ვაქცინაციის ვალდებულებას, ან სკოლებში დისკრიმინაციას იმის მიხედვით, ვინ არის ვაქცინირებული და ვინ არა. ეს გადაწყვეტილება არ შეიცვლება“ - აცხადებს გუბერნატორი.
ამასთან, პრეზიდენტმა ბაიდენმა 2 მილიონზე მეტ ფედერალური მთავრობის თანამშრომელს მოუწოდა იმუნიზაციაში ჩაერთნონ. სხვა შემთხვევაში, უახლოეს თვეებში ოფისში დაბურნების დროს, მოუწევთ კოვიდ-ტესტების პასუხები მრავალჯერადად წარადგინონ.