მოსახლეობას დიდი ბრიტანეთის შემადგენლობაში ყოფნა სურს
ფოლკლენდის კუნძულების მოსახლეობამ რეფერნდუმზე დიდი ბრიტანეთის შემადგენლობაში ყოფნას დაუჭირა მხარი. საარჩევნო კომისიის დასვკვით, აღნიშნულ გადაწყვეტილებას ამომრჩეველთა თითქმის 100 პროცენტმა მისცა ხმა.
სულ რეფერენდუმში მონაწილეობა 1650-მა ამომრჩეველმა მიიღო. არგენტინის სამხრეთ სანაპიროსთან მდებარე პატარა არქიპელაგის მაცხოვრებლები რეფერენდუმის ბიულეტენზე მხოლოდ ერთ კითხვას უპასუხეს: გსურთ თუ არა, გქონდეთ დიდი ბრიტანეთის საზღვარგარეთული ტერიტორიის პოლიტიკური სტატუსი?
ფოლკლენდის კუნძულები დიდი ბრიტანეთა და არგენტინას შორის ტერიტორიული დავის საგანია. არგენტინა აცხადებს, რომ ფოლკლენდის კუნძულები ბრიტანეთმა მიიტაცა და რეფერენდუმის შედეგების აღიარებას არ აპირებს.
1982 წელს, როდესაც ფოლკლენდის კუნძულებზე ნავთობის საბადოები აღმოაჩინეს, არგენტინა და დიდი ბრიტანეთი ტერიტორიის გამო ერთმანეთთან კონფლიქტში ჩაებნენ, ფოლკლენდელებს ამჟამად იმედი აქვთ, რომ მათი გადაწყვეტილება დარჩნენ ბრიტანეთის ნაწილად, ძლიერი სიგნალია არა მხოლოდ ბუენოს აირესისთვის, არამედ დანარჩენი მსოფლიოსთვისაც.