“ფეისბუქმა“ და „ტვიტერმა“ დღეს პრეზიდენტ დონალდ ტრამპის განაცხადებას, რომელიც არჩევნებში გამარჯვებაზე საუბრობდა, გაფრთხილება დაურთეს.
ასევე ნახეთ: რა უნდა ვიცოდეთ ამერიკის 2020 წლის არჩევნებზე"ტვიტერმა" ტრამპის ის პოსტი გართხილებით დაფარა, სადაც პრეზიდენტი წერდა „ჩვენ დიდი უპირატესობით ვიგებთ, მაგრამ ისინი ცდილობენ არჩევნების მოპარვას“ და გათიშა ფუნქცია, რომელიც სხვა მომხმარებლებს ტვიტის გაზიარების საშუალებას მისცემდა.
"ტვიტერის" მსგავსად, ამავე პოსტს "ფეისბუქმა" განცხადება დაურთო, რომ „საბოლოო შედეგები შეიძლება განსხვავებული იყოს თავდაპირველად დათვლილი ხმებისგან, რადგან ბიულეტენების დათვლა მომავალი დღეები და კვირები გაგრძელდება“.
ასევე ნახეთ: "ისინი არჩევნების მოპარვას ცდილობენ" - დონალდ ტრამპიტრამპმა საკუთარ გამოსვლაში, მხარდამჭერებს განუცხადა, რომ „სიმართლე გითხრათ, ჩვენ მოვიგეთ ეს არჩევნები“.