"ფეისბუქი" დღეს 15 წლის გახდა. ვებგვერდმა მუშაობა 2004 წელს დაიწყო და ის ჰარვარდის სტუდენტებისთვის იყო გამიზნული. 15 წლის შემდეგ კი ის გლობალური ბიზნეს საწარმოა, რომელიც მსოფლიოს მასშტაბით 2.3 მილიარდ მომხმარებელს აკავშირებს.
ეს სოციალური ქსელი სამაგიდე კომპიუტერების ეპოქაში ჩაისახა, წლებით ადრე, სანამ აიფონი შეიქმნებოდა. "ფეისბუქში" მაშინ არც რეკლამები ფიგურირებდა. იმ დროს შეუძლებელიც კი იყო იმის წარმოდგენა, რომ ოდესღაც ისეთი ქვეყნები, როგორიცაა ირანი და რუსეთი, "ფეისბუქის" გამოყენებას მოახერხებდნენ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში არჩევნების შედეგებზე გავლენის მოსახდენად.
დღესდღეობით, კი წარმოუდგენელი ის არის, რომ ნიუ-იორკსა თუ ბუდაპეშტში ქუჩაში გაიაროთ და არ მოგესმათ სიტყვა "ფეისბუქი" ან ადამიანებს მობილური ტელეფონი არ ეჭიროთ ხელში, რომელზეც "ფეისბუქის" აპლიკაციაა გახსნილი.
სოციალურმა ქსელმა მსოფლიო უდავოდ შეცვალა, თუმცა უკეთესობისა თუ უარესობისკენ ეს ჯერ უცნობია. მისი გავლენის შესახებ დებატები ათწეულები გასტანს.