კალიფორნიაში მიმდინარე F8 2019-ის ფორუმზე ცნობილი გახდა, რომ სოციალურ ქსელ "ინსტაგრამს" ახალი ფუნქციები დაემატება. სიახლეების შესახებ მისმა მფლობელმა მარკ ცუკერბერგმა ისაუბრა.
ცუკერბერგი ამბობს, რომ "ინსტაგრამს" უახლოეს პერიოდში ყიდვა-გაყიდვის ფუნქცია დაემატება. აპლიკაციის განახლების შემდეგ, სოციალური ქსელის მომხმარებელს საშუალება ექნება სასურველი ნივთი "ინსტაგრამზევე" შეიძინოს.
შეიცვლება "ინსტაგრამის" კამერის ფუნქციებიც. როგორც ცუკერბერგმა აღნიშნა, ის გაცილებით მოსახერხებელი გახდება. განახლებაზე მომუშავე სპეციალისტებმა განსაკუთრებული ყურადღება "ინსტაგრამ-სთორებზე" გაამახვილეს, რაც ამ ფუნქციას უფრო მეტად მოსახერხებელს და მარტივს ხდის.
უახლოეს პერიოდში "ინსტაგრამს" ქველმოქმედების ფუნქციაც დაემატება.
ფორუმი F8 2019 გუშინ დაიწყო და დღეს დასრულება, ფორუმს 5000-ზე მეტი ინჟინერ-პროგრამისტი ესწრება.