ექსტრემალური ამინდი აშშ-ში

საშობაოდ მილიონამდე მგზავრის გადაადგილება სავარაუდოდ შეფერხდება

ამერიკის უმეტეს შტატებში, მომდევნო რამდენიმე დღის განმავლობაში, ამინდის გაუარესება გამოცხადდა, შესაბამისად საშობაოდ მილიონამდე მგზავრის გადაადგილება სავარაუდოდ შეფერხდება.

კალიფორნიაში თოვლის საფარმა ორ მეტრს მიაღწია. შტორმი აღმოსავლეთით მიემართება. ჩრდილოდასავლეთ შტატებიდან ის ჩრდილოაღმოსავლეთ შტატებში გადაინაცვლებს, აქ კვირის ბოლოსთვის ძლიერი ქარი, წვიმა და თოვლია მოსალოდნელი. არ არის გამორიცხული ფრენების შეჩერება ნიუ იორკის, ფილადელფიის და ვაშინგტონის აეროპორტებში.

მეტეოროლოგები მოსალოდნელი ტორნადოების შესახებაც საუბრობენ, რაც ამ სეზონისთვის ძალზედ უჩვეულოა.