ექსპერტები "ქართულ ოცნებას" შესაძლო სანქციების შესახებ აფრთხილებენ

Your browser doesn’t support HTML5

„ამ კანონის მიღება, დიდი ალბათობით, გამოიწვევს ამერიკის მხრიდან სანქციებს“- ეს ვაშინგტონში ექსპერტების განცხადების მთავარი მესიჯია. ყოფილი მაღალჩინოსნები, თუ რეგიონის მკვლევრები აფრთხილებენ „ქართულ ოცნებას“, რომ ე.წ „აგენტების კანონის“ დამტკიცება ქვეყანას რუსული გავლენის ქვეშ აქცევს.