ბერძენი ჟურნალისტის მკვლელობამ ევროპული სახელმწიფოები შეაშფოთა

საბერძნეთის პრემიერ-მინისტრი კირიაკოს მიცოტაკისი ქვეყანაში ცნობილი ჟურნალისტის კიორგოს კარაივაცის მკვლელობის საქმის დაუყოვნებლივ გამოძიებას ითხოვს. კარიავაცი ქვეყნის ერთ-ერთი წამყვანი ჟურნალისტი იყო, რომელიც კრიმინალურ საქმეებზე მუშაობდა.

ბერძნული მედია ულტრა-მემარცხენე ორგანიზაციებისა და ანარქისტების მხრიდან ძალადობრივი თავდასხმების სამიზნე ხშირად გამხდარა, მაშინ როდესაც ჟურნალისტებს ქვეყნის მმართველ პოლიტიკურ და ფინანსურ ძალებთან კავშირში სდებენ ბრალს. მაგრამ ჟურნალისტის მკვლელობა საბერძნეთში ხშირად არ ხდება და თუ დადასტურდა, რომ მისი მკვლელობა პროფესიულ საქმიანობას უკავშირდებოდა, ეს ევროპაში გასული რამდენიმე წლების განმავლობაში პირველი შემთხვევა იქნება.

ხელისუფლების წარმომადგენლები ამბობენ, რომ იმედი აქვთ, დამნაშავეებს მალე დააკავებენ. კარაივაცს საკუთარი საცხოვრებელი ბინის სიახლოვეს თავს ორი შეიარაღებული ნიღბიანი მამაკაცი დაესხა თავს. მათ ჟურნალისტს 10 ტყვია ესრულეს თავის, კისრისა და მარცხენა მხრის მიდამოებში. თვითმხილველები ამბობენ, რომ თავდამსხმელები მოტოციკლეტებით მოვიდნენ, ჟურნალისტს მაყუჩებიანი იარაღით ესროლეს და ადგილიც მშვიდად დატოვეს, "თითქოს არაფერი მომხდარა", - ამბობს ერთ-ერთი მებაღე, რომელიც შემთხვევას შეესწრო.

სამართალდამცავები ამბობენ, რომ მოწმეების ჩვენებებთან ერთად, სათვალთვალო კამერებისა და სხვა კრიმინალიტური მასალების შეგროვებით ცდილობენ დამნაშავეების კვალზე გასვლას, თუმცა ამ დროისთვის იციან, რომ ჟურნალისტს მკვლელობამდე რამდენიმე დღის განმავლობაში უთვალთვალებდნენ. პოლიციაში ამბობენ, რომ მკვლელობა შესაძლოა ორგანიზებული დანაშაულის ერთ-ერთ ჯგუფს "მაფია საბერძნეთს" უკავშირდებოდეს, რადგან ადგილობრივად დანაშაულის ჩასადენად უცხოელი ქილერების დაქირავება სწორედ მათ ხელწერას ჰგავს. ბოლო 3 წლის განმავლობაში საბერძნეთში 20-მდე მსგავსი მკვლელობა მოხდა.