ტრამპი: არჩევნებში უცხო ქვეყნების შესაძლო ჩარევას დავაკვირდებით

პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ მისი ადმინისტრაცია ყურადღებით დააკვირდება უცხო ქვეყნების, კერძოდ კი რუსეთის, ირანისა და ჩინეთის შესაძლო ჩარევას აშშ-ის მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებში.

ასევე ნახეთ: აშშ 10 მილიონს სთავაზობს მას, ვინც რუსულ დეზინფორმაციას გამოავლენს

თუმცა, ტრამპის თქმით, მას სჯერა, რომ არცერთს ამ ქვეყნებიდან მისი გამარჯვება არ სწადია.

"ფრთხილად უნდა ვიყოთ", თქვა მან 7 აგვისტოს გამართულ პრეს-კონფერენციაზე. გუშინ, აშშ-ის კონტრდაზვერვის ცენტრის დირექტორმა ბილ ევანინამაც ანალოგიური გაფრთხილება გააკეთა.

ასევე ნახეთ: რუსეთი, ჩინეთი, ირანი - ყალბი ცნობების კორიანტელი ამერიკის შესახებ