კოვიდ19-ის პანდემიის გამო, ევროპის ქვეყნების დიდი ნაწილი მკაცრ შეზღუდვებზეა გადასული, პანდემიური მდგომარეობა კი გაუარესებულია. ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ ევროკავშირმა ამერიკული ფარმაცევტული კომპანიის "მოდერნას" მიერ დამზადებული ვაქცინა შეიძინა.
არსებული ინფორმაციით, საუბარია 160 მილიონი დოზის შესახებ. ინფორმაცია ჟურნალისტებს ცოტა ხნის წინ ევროკომისიის ხელმძღვანელმა მიაწოდა.
ასევე ნახეთ: სამი ვაქცინის მახასიათებლები - ეფექტიანობა, უსაფრთხოება, ხელმისაწვდომობა, მიწოდება"მოდერნას" ექსპერიმენტული ვაქცინის ეფექტიანობის მაჩვენებელი თითქმის 95% პროცენტს შეადგენს. როგორც ამერიკულ კომპანიაში თქვეს, ეს მონაცემი მესამე ეტაპის შუალედურ მაჩვენებელს წარმოადგენს. ვაქცინის ცდები 3 ეტაპად მიმდინარეობს. ახლა უკვე ფარმაცევტული კომპანია სპეციალური სამსახურებისგან ელოდება საბოლოო დასტურს, რათა ვაქცინის რეალიზება დაიწყოს.
ამ მონაცემებით, „მოდერნა“ წამლის მწარმოებელი მეორე ამერიკული კომპანიაა, რომლის კანდიდატმა ვაქციცნის ეფექტიანობამ მოლოდინს გადააჭარბა.
ასევე ნახეთ: კიდევ ერთი 70% ეფექტურობის მქონე ვაქცინა კოვიდ-19-თან ბრძოლაში„ფაიზერის“ კანდიდატი ვაქცინა, რომელმაც კომპანიის განცხადებით 90%-ზე მეტი ეფექტიანობა აჩვენა, მარეგულირებელი ორგანოების შემოწმებას ელოდება. ამრიგად, აშშ-ს დეკემბერში, შესაძლოა, გადაუდებელი გამოყენებისთვის ავტორიზებული ორი ვაქცინა ჰქონდეს - 60 მილიონი დოზა მიმდინარე წლის ბოლომდე.
მომდევნო წელს, აშშ-ის მთავრობას წვდომა ექნება ორი მწარმოებლის ვაქცინის 1 მილიარდზე მეტ დოზაზე.