„ვის დავურეკო თუ ევროპასთან მსურს საუბარი?“, - ჰენრი კისინჯერის ხშირად ციტირებული შეკითხვაა. ბრიუსელში შესაძლოა ფიქრობენ, რომ ამ კითხვაზე მათ დღეს პასუხი აქვთ და უმაღლესი წარმომადგენელი საგარო და უსაფრთხოების პოლიტიკაში, ფედერიკა მოგერინი ის ადამიანია, რომელიც ტილერსონის ზარს უნდა პასუხობდეს, თუმცა ევროკავშირის საერთო თავდაცვის საკითხი ჯერ ისევ მხოლოდ დისკუსიის საგანია.
ბრიტანეთის მიერ ევროკავშირის დატოვებასთან ერთად, საუბარი ევროპის უფრო ღრმა სამხედრო ინტეგრაციაზე განახლდა. გაერთიანების მთავარი სამხედრო ძალა ახლა უკვე საფრანგეთია. ევროკავშირმა საერთო თავდაცვაზე მოლაპარაკებები რამდენიმე ათწლეულის წინ დაიწყო, თუმცა წევრი ქვეყნები თავს იკავებდნენ ბრიუსელისთვის ამ კუთხით უფლებები მიენიჭებინათ და ეწინააღმდეგებოდნენ გაერთიანებისთვის სუვერენიტეტის ნაწილის დათმობას. ერთ-ერთი მთავარი მოწინააღმდეგე ამ კუთხით ბრიტანეთი იყო.
დღეს, ევროპული უსაფრთხოება გზაჯვარედინზეა. მეზობელი და გაერთიანების მიჯნაზე მყოფი ქვეყნები ბრიუსელის უფრო მეტ ჩართულობას ითხოვენ. ერთის მხრივ, მას უწევს გაუმკლავდეს რუსულ აგრესიას უკრაინის წინააღმდეგ და მეორეს მხრივ, ისლამურ მილიტარიზმს სამხრეთ და აღმოსავლეთ სამეზობლოში. ამასთან, გაერთიანება ერთ-ერთ მთავარ სამხედრო ძალას კარგავს.
„ბრექსიტის შემდეგ, საფრანგეთი უფრო მნიშვნელოვანი სამხედრო ძალა გახდება კონტინენტური ევროპისთვის. და მე ვფიქრობ, ეს ევროპული უსაფრთხოების მოწყობაზე აისახება“, - ამბობს გამოცემა „ეკონომისტის“ რედაქტორი, ედვარდ ლუკასი.
ბრექსიტის შემდეგ, საფრანგეთი უფრო მნიშვნელოვანი სამხედრო ძალა გახდება კონტინენტური ევროპისთვის. და მე ვფიქრობ, ეს ევროპული უსაფრთხოების მოწყობაზე აისახებაედვარდ ლუკასი
ევროკავშირის საერთო თავდაცვის პოლიტიკაზე საუბარი და მოლაპარაკებები მეორე მსოფლიო ომის შემდეგ დაიწყო დუნკირკის შეთანხმებით, როდესაც ევროპელმა და ბრიტანელმა დიპლომატებმა ხელი მოაწერეს თავდაცვითი დახმარების ხელშეკრულებას. თუმცა, ევროპულ საერთო თავდაცვით ორგანიზაციას მოწინააღმდეგეებიც ყავდა, და თავდაცვითი გაერთიანების იდეას ფრანგულმა პარლამენტმა1950-იან წლებში უარი უთხრა.
მოგვიანებით, ცივი ომის დასრულებასთან ერთად, 1992 წელს დასავლეთ ევროპულმა ქვეყნებმა „პიტერსბერის ამოცანები“ მიიღეს, რომელიც განსაზღვრავდა გაერთიანების თავდაცვის და უსაფრთოხების პრიორიტეტებს და ითვალისწინებდა ჰუმანიტარულ, გადაუდებელ და მშვიდობის ღონისძიებებს. მოგვიანებთ, პიტერსბერგის ამოცანები ევროპის უსაფრთხოების და თავდაცვის პოლიტიკად გარდაიქმნა მიუხედავად ბრიტანული წინააღმდეგობისა. სენტ-მალოში ბრიტანეთის პრემიერ მინისტრი ტონი ბლერი და საფრანგეთის პრეზიდენტი ჟაკ შირაკი 1998 წელს შეთანხმდნენ, რომ ევროგაერთიანებას უნდა ქონოდა დამოუკიდებელი სამხედრო შესაძლებლობები.
და მაინც: ევროკავშირი თავდაცვის დამოუკიდებელი პოლიტიკა შორეული გეგმაა. 2002 წლის ბერლინის შეთანხმებით, ჩრდილო-ატლანტიკურმა ალიანსმა და ევროკავშირმა გადადგეს ნაბიჯი, რომელიც ამ ორ ორგანიზაციას შორის უშიშროების, დაზვერვის და სამხედრო შესაძლებლობების გაზიარებას ითვალისწინებდა, რის შემდეგაც ევროკავშირმა მიიღო გადაწყვეტილება ჩართულიყო სამხედრო და მშვიდობიან მისიებში მაკედონიაში, კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში, ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში და ასევე, საქართველოსა და უკრაინაში.
დღეს, 4000 ფრანგი სამხედრო ჩრდილოეთ აფრიკაში ისლამისტების წინააღმდეგ იბრძვის. საფრანგეთის ახლადარჩეულ პრეზიდენტს, ემანუელ მაკრონს, სურს რომ ევროკავშირის მოკავშირეებმა თავდაცვის კუთხით მეტი გააკეთონ.
„მე მინდა გავაძლიერო ევროპული თანამშრომლობა განსაკუთრებით გერმანიასთან, და გერმანიის მხრიდან უფრო აქტიური ჩართულობა ვიხილო“ , - განაცხადა მაკრონმა.
მე მინდა გავაძლიერო ევროპული თანამშრომლობა განსაკუთრებით გერმანიასთანემანუელ მაკრონი
თუმცა, გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი არც თუ ისე ენთუზიაზმით უდგება იმ მოსაზრებას, რომ ევროპის უსაფრთხოება მხოლოდ ფრანკო-გერმანულ სამხედრო ტანდემს ეყრდნობოდეს, - ამბობს ედვარდ ლუკასი. „მას სურს შეინარჩუნოს ამერიკის ჩართულობა ევროპულ თავდაცვაში“, - განაცხადა მან.
სამხედრო შესაძლებლობების გაძლიერების კუთხით, ევროკავშირი გეგმავს ცენტრალური სარდლობის შექმნას და აპირებს საერთო თავდაცვისთვის 560 მილიონი დოლარი გამოყოს. ეს გაერთიანების საერთო უსაფრთხოების პოლიტიკის გაძლიერებისკენ ერთ-ერთი ნაბიჯია.
„ჩვენ არ ვაპირებთ ნატოსთან შეჯიბრს ან მის ჩანაცვლებას. ეს ნათლად უნდა ვთქვათ“, აცხადებს ფედერიკა მოგერინი, ევროკავშირის წარმომადგენელი საგარეო საქმეთა საკითხებში
ჩვენ არ ვაპირებთ ნატოსთან შეჯიბრს ან მის ჩანაცვლებას. ეს ნათლად უნდა ვთქვათფედერიკა მოგერინი
მიუხედავად ევროკავშირის აქტიურობისა, ევროკავშირის თავდაცვითი ნაბიჯები ვერ მოახერხებს ნატოს ჩანაცვლებას, ამბობს მაიკლ ვოლფსონი გერმანიის შეარაღებული ძალების უნივერსიტეტიდან.
„კონტინენტური ჯარების უმეტესი ნაწილი სამხედრო შეტევისთვის მოუმზადებელია, ფრანგული ჯარის გამოკლებით. ხოლო, გერმანიის სარდლობა ძალზედ დატვირთულია, არასაკმარისად ფინანსდება და არ გააჩნია შესაბამისი შეიარაღება“, - აცხადებს პროფესორი მაიკლ ვოლფსონი, გერმანიის შეიარაღებული ძალების უნივერსიტეტიდან.
ბრიტანეთი ერთ-ერთი ქვეყანა იყო, რომელიც ევროპის საერთო სარდლობის იდეას ეწინააღმდეგებოდა. თუმცა ბრექსიტის მოლაპარაკებების დაწყებასთან ერთად, ჩვენ შესაძლოა ევროპის ქვეყნების უფრო ახლო სამხედრო ინტეგრაცია ვიხილოთ საფრანგეთის მეთაურობით, რომელსაც წინა შემთხვევებისგან განსხვავებით შესაძლოა ლაპარაკთან ერთად ხელშესახები ქმედებები მოჰყვეს.