ფინანსური კრიზისის დროს დიდ ეკონომიკურ შეჭირვებაში ყველაზე ღარიბი ფენა, აქედან კი განსაკუთრებით ბავშვები და ახალგაზრდები მოექცნენ
Your browser doesn’t support HTML5
პარიზში დაფუძნებულმა ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციამ ევროპის იმ ქვეყნების მდგომარეობა შეისწავლა, რომლებმაც 2007-2010 წლებში რეცესია განიცადეს. ევროპის რეცესია-გადატანილ სახელმწიფოებთან ერთად, მექსიკისა და ამერიკის შეერთებული შტატების მდგომარეობის შესწავლაც მოხდა.
კვლევის დეტალებს ამერიკის ხმის კორესპონდენტი პარიზში, ლიზა ბრაიანტი გვაცნობს.
რეპორტის შედეგების გასაჯაროება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ამ ეტაპზე, როცა ევროზონა ჯერ კიდევ დიდი ძვრებისა და დებატების შუაგულშია-იმასთან დაკავშირებით, თუ როგორი გავლენა მოახდინა მკაცრმა საბიუჯეტო პოლიტიკამ სხვადასხვა ქვეყანაში.
ევროპის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების უწყებამ, ახალი ანგარიშით დაამტკიცა, რომ ფინანსური კრიზისის დროს დიდ ეკონომიკურ შეჭირვებაში ყველაზე ღარიბი ფენა, აქედან კი განსაკუთრებით ბავშვები და ახალგაზრდები მოექცნენ. კრიზისმა მოსახლეობის ყველაზე შეძლებულ ფენაზე-შესწავლილი ქვეყნების მოსახლეობის 10 პროცენტზე-კი ყველაზე ნაკლები გავლენა მოახდინა.
ორგანიზაციის სოციალური პოლიტიკის მკვლევარი ჰორაციო ლევი ამბობს, რომ ევროპის უმრავლეს ქვეყნებში სოციალურმა პროგრამებმა მოსახლეობა დამატებითი სტრესისგან, სხვანაირად კი ფინანსური კრიზისის უარყოფითი ზეგავლენისგან დაიცვა. ლევი ამბობს, რომ ფინანსური კრიზისის პირობებში ბენეფიტების სისტემამ და საგადასახადო შეღავათებმა შემოსავლების არათანაბრობით გამოწვეული ვითარება- რაც კიდევ უფრო აშკარა და შესამჩნევი გახდა ფინანსური კრიზისის დროს-ფაქტობრივად დააბალანსა.
ანგარიში 2010 წლამდე პერიოდს ფარავს, შესაბამისად მასში განხილული და შესწავლილი არ არის ბოლო ცვლილებების ზეგავლენა, მათ შორის მკაცრი საბიუჯეტო პოლიტიკის შედეგები საზოგადოებაზე. ექსპერტები აღნიშნულ პოლიტიკას, რომელიც გამკაცრებულ ფისკალურ და სბაიუჯეტო პოლიტიკას გულისხმობს, „ფისკალურ კონსოლიდაციად“ იცნობენ. აღნიშული პოლიტიკა ევროპის ყველაზე რთულ ეკონომიკურ მდგომაროებაში მყოფმა ქვეყნებმა დანერგეს. ახლა კი ირკვევა, რომ უმრავლეს შემთხვევებში, ეს პოლიტიკა იმ სოციალურ პროგრამებს ვნებს, რომლებმაც მოსახლეობა კრიზისის დროს დაიცვა.
ევროპის ეკონონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაცია ანგარიშში პორტუგალიასაც შეეხო.
„2013 წელს, პორტუგალიაში სოციალური დახმარების პროგრამებს თუ გადახედავთ, ისინი ფაქტობრივად შეჩერებულია. პორტუგალია, ერთადერთი ქვეყანაა რომელმაც ფინანსური კონსოლიდაციის შედეგად სოციალური დახმარების პროგრამები რადიკალურად შეამცირა, "- ამბობს ორგანიზაციის ეკონომისტი.
კრიზისმა თავდაპირველად ხანდაზმული ევროპელები მართლაც დაიცვა ფინანსური კრიზისის ყველაზე ცუდი შედეგებისგან. ეს იყო იმის შედეგიც, რომ ბევრმა ევროპულმა ქვეყანამ პენსიები არ შეუმცირა საპენსიო ასაკის მოსახლეობას. მაგრამ დღეს, ეს ტენდენცია და გადაწყვეტილებაც იცვლება, როგორც ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის ექსპერტი ამბობს. ჰორაციო ლევი ფიქრობს, რომ ქვეყნების მთავრობები, საბიუჯეტო დეფიციტის შესამცირებლად, სწორედ პენსიების წინააღმდეგ გამოვლენ.
ევროპის ეკონომიკური სააგენტოს კვლევის შედეგები ემთხვევა პოლიტიიოსებსა და ეკონომისტთა შორის მიმდინარე დებატებს-რა უფრო მომგებიანია-მასტიმულირებელი დახმარება თუ საბიუჯეტო შეკვეცები. ეკონომისტების ერთი ნაწილი კი თვლის რომ ამ კითხვაზე პაუსხის შემუშავებისას მხედველობაში უნდა მიიღონ მოსახლეობის სხვადასხვა ფენებს შორის არსებული შემოსავლების არათანაბრობა. წინააღმდეგ შემთხვევაში, ყველაზე მაღალ საზღაურს ქვეყნების უღარიბესი მოსახლეობა გადაიხდის.