მსოფლიო ბირჟებზე ცვლილებებია

იტალიასა და ესპანეთში ბონდების ინტერესის დონემ დაიწია

ევროპის ლიდერები შეთანხმდნენ, რომ ფინანსურად შეჭირვებაში მყოფი ევროპის ქვეყნების ბანკებს საგანგებო სარეაბილიტაციო ფონდით დაეხმარებიან. ამ განცხადებამ მაშინვე შეამცირა რთული ეკონომიკის ქვეყნების მიერ აღებულ კრედიტზე მზარდი პროცენტი.

პარასკევს აზიის, ევროპისა და შეერთებული შტატების ბირჟებზე მკვეთრი ცვლილებები მოხდა. ამის მიზეზი კი, ევროკავშირის ლიდერთა გადაწყვეტილება გახდა, რაც ევროპის მთავრობების ნაცვლად, ქვეყნების ბანკებისთვის სესხის პირდაპირ გადაცემას ითვალისწინებს.

მას მერე, რაც ევროზონამ დახმარების გეგმას მოაწერა ხელი, იტალიასა და ესპანეთში ბონდებზე საპროცენტო განაკვეთმა დაიწია. აზიისა და ევროპის ბირჟებზე აღმასვლა დაფიქსირდა, შეერთებული შტატების ინდექსმა კი მაღალი მაჩვენებლები აჩვენა.