საბერძნეთის პარლამენტმა კრიტიკული მნიშვნელობის გადაწყვეტილება უნდა მიიღოს
საბერძნეთში კვლავ მასობრივი გაფიცვებია. კანონმდებლები ევროკავშირისგან ახალი ფინანსური სტიმულირების პაკეტის მისაღებად მორიგ საბიუჯეტო შეკვეცებს განიხილავენ. საუბარია 17-მილიარდიან შემცირებაზე, რომელიც საჯარო მოხელეების ხელფასებზე, შეღავათებზე და საპენსიო ფონდებზე აისახება. პარლამენტმა შეკვეცების პაკეტი ამ დღეებში თუ არ დაამტკიცა, საბერძნეთის ხაზინას ნოემბრის შუა რიცხვებამდე ფული სრულებით გამოელევა.
განხილვების პასუხად, საჯარო მოხელეები ბოლო 6 კვირის მანძილზე უკვე მესამე მასობრივ გაფიცვას აწყობენ. საგზაო, საჰაერო და საზღვაო სატრანსპორტო სისტემები 48-საათიან გაფიცვას აცხადებენ. სკოლები და სამთავრობო დაწესებულებები დახურულია. საავადმყოფოები მხოლოდ საგანგებო სიტუაციისთვის განსაზღვრული პერსონალით მუშაობენ.
პრემიერ მინისტრის, ანტონის სამარასის განცხადებით, პარლამენტმა გადაწყვეტილება საბიუჯეტო შეკვეცების სასარგებლოდ თუ არ მიიღო, საბერძნეთი შესაძლოა იძულებული გახდეს ევროზონა დატოვოს. საბერძნეთი უკვე 5 წელია ეკონომიკურ რეცესიაში იმყოფება. მოსახლეობის მეოთხედზე მეტი დაუსაქმებელია.