ევროკავშირი დასაქმების სტატისტიკას აქვეყნებს

საბერძნეთში უმუშევრობის მაჩვენებელმა შარშანდელთან შედარებით მკვეთრად იმატა
დღეს საბერძნეთის ფინანსთა მინისტრი მკაცრი საბიუჯეტო შეკვეცების ახალ პაკეტს წარმოადგენს. ის, ასევე, ხვდება საერთაშორისო სავალუტო ფონდის, ევროპის ცენტრალური ბანკის და ევროკავშირის ოფიციალურ პირებს, რომელთაც საბერძნეთისთვის 17-მილიარდიანი შეკვეცების საფასურად დამატებითი კრედიტის გამოყოფას უნდა მოაწერონ ხელი.

პარალელურად ევროკავშირი დასაქმების სტატისტიკას აქვეყნებს. საბერძნეთში უმუშევრობის მაჩვენებელმა შარშანდელთან შედარებით მკვეთრად იმატა და ზრდამ ევროკავშირის ყველა სხვა ქვეყნის მონაცემს გადააჭარბა. მრავალეროვან კავშირში უმუშევართა რაოდენობა ამჟამად 25 მილიონს აჭარბებს.

ევროკავშირში დაუსაქმებელთა რაოდენობა შარშანდელთან შედარებით 2 მილიონი ადამიანით გაიზარდა და ამჟამად 11.4 პროცენტს შეადგენს.