ევროპაში უმუშევრობამ მოიმატა

ესპანეთსა და საბერძნეთში მშრომელთა ნახევარი დაუსაქმებელია,
ევროზონის 17 ქვეყანაში უმუშევრობის მაჩვენებელმა პირველად მიაღწია 12 პროცენტს.

სამშაბათს ევროპის სტატისტიკის ოფისმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ უმუშევრობის დონე იანვარსა და თებერვალში თანაბარი იყო და ევროზონაში უმუშევართა რაოდენობა 19 მილიონამდე აღწევს.

ახალი სტატისტიკური კვლევებით ასევე დამტკიცდა, რომ ევროპაში წარმოება სუსტდება და შედეგად 14 თვის განამვლობაში ამ სექტორმა უამრავი სამუშაო ადგილი დაკარგა.

ევროზონის სამუშაო ბაზარზე უმუშევრობის მაჩვენებლები ჯერ კიდევ მაღალი რჩება. ესპანეთსა და საბერძნეთში მშრომელთა ნახევარი დაუსაქმებელია, მაშჲნ როცა განივთარებული ეკონომიკის მქონე გერმანიაში უმუშევრობა კვლავ 5,4 პროცენტია.