ოლანდი და მონტი ევროზონაში შექმნილი ეკონომიკური პრობლემების შესახებ იმსჯელებენ
საფრანგეთის პრეზიდენტი, ფრანსუა ოლანდი და იტალიის პრემიერ მინისტრი, მარიო მონტი რომში იმ მიზნით შეიკრიბნენ, რომ ევროზონაში შექმნილი ეკონომიკური პრობლემების შესახებ იმსჯელონ.
შეხვედრის შემდეგ პრეზიდენტმა ოლანდმა, ასევე, იმედი გამოთქვა, რომ საბერძნეთს აქვს უნარი შექმნილი სიტუაციიდან გამოვიდეს და ქვეყნის ეკონომიკა გააუმჯობესოს.
მარიო მონტიმ ევროკავშირს და ფინანსურ ბაზრებს მოუწოდა, შეკვეცონ ქვეყნის ბიუჯეტი და ფისკალური რეფორმები გაატარონ.