ამერიკა-ევროპის სავაჭრო ხელშეკრულებაზე მოლაპარაკებებს ამერიკის დაზვერვის სამსახურის ქმედება ხელს არ შეუშლის
შეერთებული შტატების პრეზიდენტი ბარაკ ობამა და გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი შეთანხმდნენ, რომ უახლოეს დღეებში ამერიკის და გერმანიის უშიშროების სამსახურების შეხვედრა შედგეს. ამ შეხვედრის დროს მათ უნდა განიხილონ ამერიკული დაზვერვის მიმართ გამოთქმული ბრალდებები ეროვნული უსაფრთხოების სააგენტოს მიერ გერმანიაში განხორციელებული 500 მილიონი სატელეფონო საუბრის, ელექტრონული ფოსტის და სხვა პირადი მონაცემების მოსმენის და გაკონტროლების შესახებ. ეს მას შემდეგ გადაწყდა, რაც სტრასბურგში მოქმედმა ევროპის საბჭომ, რომლის შემადგენლობაში 47 ქვეყანაა, რეკომენდაცია გააკეთა, რომ შეერთებული შტატების ოფიციალური პირების განმარტება მოსიმინონ.
ამერიკის უსაფრთხოების სააგენტოს მიერ ევროპაში განხორციელებული სადაზვერვო საქმიანობა, რომელშიც სატელეფონო საუბრების მოსმენა და ინტერნეტ-კონტროლი შედიოდა, მთელს კონტინენტზე დღემდე საინფორმაციო საშუალებების მთავარი თემაა.
ეს საკითხი მწვავედ განიხილება ასევე გერმანიაში მიმდინარე წინასაარჩევნო კამპანიის პროცესში. გერმანიის სოციალ-დემოკრატები ანგელა მერკელის ქრისტიან-დემოკრატებს დებატებში იწვევენ და მოითხოვენ, რომ სწორედ გერმანიამ გამოიძიოს ამერიკული სამსახურების მოქმედება. სოციალ-დემოკრატებს სურთ, რომ გერმანიის პროკურატურის წარმომადგენლები მოსკოვში ჩავიდნენ და დაკითხონ ედვარდ სნოუდენი, ეროვნული უსაფრთხოების სააგენტოს ყოფილი თანამშრომელი, რომელმაც სააგენტოს მიერ განხორციელებული თვალთვალის შესახებ ინფორმაცია გაასაჯაროვა.
გაზეთ „შპიგელის“ ინგლისური რედაქციის რედაქტორი დერილ ლინდსი, რომელმაც ეროვნული უსაფრთხოების სააგენტოს მასალები გამოაქვეყნა, აცხადებს რომ მოსალოდნელია რომ ოპოზიციურმა პარტიებმა ამ საკითხის გამო მერკელზე ზეწოლა მოახდინონ.
დერიელ ლინდსი: თუკი გაირკვა, რომ დაზვერვის საქმეში ამერიკელებთან ერთად გერმანული სპეცსამსახურებიც ღიად თანამშრომლობდნენ, ამას სერიოზული საკონსტიტუციო შედეგები შეიძლება მოყვეს. ხელისუფლებას სამართლებრივი პასუხისგება მოუწევს, საკითხს ბუნებრივია ექნება პოლიტიკური გავლენაც.
გერმანიის გარეთ რეაქციები უფრო თავშეკავებული იყო. ევროსაბჭოს წარმომადგენელი დენიელ ჰოლთგენი ფიქრობს, რომ სხვა ქვეყნების ხელისუფლების წარმომადგენლები ობამას ადმინისტრაციის განმარტებებს უნდა დაელოდონ.
დენიელ ჰოთლგენი: ახლა „ გარდიანში“ და „შპიგელში’ გამოქვეყნებულ მასალებს განვიხილავთ, თუმცა უნდა დაველოდოთ ვიდრე შეერთებული შტატების ოფიციალური პირები კონკრეტულ განმარტებებს გააკეთებენ. დაპირება ამის შესახებ პრეზიდენტ ობამას მხრიდანაც იყო.
შვეიცარიაში, უკანონო დაზვერვის შესახებ გავრცელებული ინფორმაციის შემდეგ შვეიცარიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ხალხს თავშეკავებულობისკენ მოუწოდა.
ორი ქვეყნის ურთიერთობა ისედაც დაძაბულია გადასახადების თავიდან არიდების შესახებ გავრცელებული ინფორმაციის გამო. სნოუდენის მიერ გავრცელებული ინფორმაციით კი ამერიკის დაზვერვის სამსახურის თანამშრომლებმა შვეიცარელი ბანკირი ნასვამ მდგომაროებაში აიძულეს ავტომობილი ემართა, რათა შემდეგ მისი გადაბირება მომხდარიყო.
შვეიცარიის საიდუმლო სააგენტოს პრეს-მდივანი საიმონ ჯონერი ამერიკის ხმასთან საუბარში აცხადებს, რომ ბოლოდროინდელი ბრალდებები განსაკუთრებულ გაკვირვებას არ იწვევს.
საიმონ ჯონერი: შვეიცარელ მაღალჩინოსნებს უნდა სცოდნოდათ საკუთარ ქვეყანაში უცხოური დაზვერვის მოქმედების თაობაზე, განსაკუთრებით ინდუსტრიული დაზვერვის სფეროში.
გერმანიის გლობალური სამოქალაქო ინსტიტუტის საგარეო პოლიტიკის საკითხებში ექსპერტი სერგეი ლაგოდინსკი ობამას ურჩევს საზოგდოებრივი დიპლომატიის ელემენტებს მიმართოს.
სერგეი ლაგოდინსკი: ობამას ადმინისტრაციამ სერიოზულად უნდა განიხილოს საზოგადოებრივი დიპლომატიის საკითხი. მისი აზრით, ამ ბრალდებების გამო ევროპელებს ტრანს-ატლანტიკურ კავშირში ნდობა გაუცრუვდათ.
ამასობაში ევროკავშირი-ამერიკის სავაჭრო მოლაპარაკებების ჩაშლის საფრთხის შესახებ გავრცელებული ინფორმაცია ნაწილობრივ უკანა პლანზე გადავიდა. ხუთშაბათს, გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი და საფრანგეთის პრეზიდენტი ფრანსუა ოლანდი შეთანხმდნენ, რომ აღარ შეაყოვნონ ამ თემაზე მოლაპარაკებები ამერიკასთან. შეგახსენებთ, რომ შეერთებული შტატების მიერ ევროპული ქვეყნებისთვის სავაჭრო თემაზე მოლაპარაკების დაწყების შეთავაზება დროში დაემთხვა სნოუდენის მიერ ამერიკის უსაფრთხოების სააგენტოს მიერ ფარული დაზვერვის ინფორმაციის საზოგადოების წინაშე გამოტანას.