პროექტს ევროპაში განიხილავენ, როგორც რუსეთის მიერ დაფინანსებული სამხრეთის ნაკადის საპირწონედ
ევროპული კონსორციუმის ბუნებრივი აირის მილსადენის მშენებლობის გეგმა, რომელსაც აზერბაიჯანიდან ევროპამდე უნდა ჩაეტანა აირი და რომელიც ნაბუქოს სახელით იყო ცნობილი, ჩავარდა. მის ნაცვლად ტრანს-ადრიატიკის გაზსადენის მშენებლობა იგეგმება. დეტალებს „ამერიკის ხმის“ კორესპონდენტი ჯორჯ პუტიჩი არკვევდა.
ავსტრიულმა კონსორციუმმა განაცხადა, რომ დასავლეთ ევროპისთვის გაზის მისაწოდებლად ტრანს-ადრიატიკის მარშრუტი შეარჩია. მილსადენის სიგრძე 800 კილომეტრია. ის გაივლის თურქეთზე, საბერძნეთზე და ალბანეთზე, გადაკვეთს ადრიატიკის ზღვას და ჩავა სამხრეთ იტალიაში. კონსორციუმმა უარყო დასავლეთ ნაბუქოს მილსადენის მშენებლობის იდეა, რომელიც თურქეთზე, ბულგარეთზე, რუმინეთზე, უნგრეთზე და ავსტრიაზე უნდა გასულიყო. ტრანს-ადრიატიკის პროექტის მთავრობასთან შეთანხმებას ხელი ათენში მოეწერა. საბერძნეთის ფინანსთა მინისტრმა იანის სტორნარასმა განაცხადა, რომ ეს პროექტი ქვეყნის ეკონომიკას გააძლიერებს.
„მჯერა, რომ ეს შექმნის სამუშაო ადგილებს ქვეყანაში და საბერძნეთი გახდება ენერგეტიკის გამანაწილებელი რეგიონისთვის,“ - განაცხადა ბერძენმა მინისტრმა.
ტრანს-ადრიატიკის მილსადენს ძირითადად ნორვეგიის, შვედეთის და გერმანიის ნავთობ და გაზკომპანიები აფინანსებენ.
პროექტს ევროპაში განიხილავენ, როგორც რუსეთის მიერ დაფინანსებული სამხრეთის ნაკადის პროექტის საპირწონედ. სამხრეთის ნაკადი ყაზახეთიდან იწყება, გადაკვეთს რუსეთს, ბულგარეთს სერბეთს და უნგრეთს და ავსტრიაში ევროპულ გაზსადენს შეუერთდება. ევროპას რუსეთის გაზზე დამოკიდებულების შემცირება სურს. ამჟამად ევროპის ბაზარზე რუსული გაზის ხვედრითი წილი 30 პროცენტს შეადგენს. ნაბუქოს დასავლეთის გაზსადენი იგივე ქვეყნებს ფარავს რასაც სამხრეთის ნაკადი. თუმცა, ამერიკის „ჰერითიჯის ფონდის“ ანალიტიკოსი არიელ კოენი ამბობს, რომ ევროპელებმა ნაბუქოს პროექტი ვერ შეასრულეს.
„ჩართული იყო ძალიან ბევრი ნავთობკომპანია და ისინი სამთავრობო ბიუროკრატიებივით მუშაობდნენ. დაგეგმვის და განხორციელების, ასევე ფინანსების ვერ მოძიების თვალსაზრისთ, ევროპელებმა ცუდად იმუშავეს,“ - ამბობს კოენი.
თუმცა, მისი თქმით მცირე ზომის ტრანს-ადრიატიკური მილსადენის მშენებლობა მაინც მიღწევაა, განსაკუთრებით აზერბაიჯანისთვის, რადგან ეს პოსტსაბჭოთა სივცრიდან პირველი მილსადენი იქნება, რომელსაც რუსეთი ვერ გააკონტროლებს. ტრანს-ადრიატიკის გაზსადენის ამუშავება 2019 წლისთვის არის დაგეგმილი. მისი გამტარობა ყოველწლიურად 10 მილიარდი კუბური მეტრი გაზი იქნება.