უმუშევრობა ევროზონის ქვეყნებში

უმუშევართა რაოდენობა ევროზონაში სავარაუდოდ 19 მილიონს აჭარბებს
ევროზონის ქვეყნებში უმუშევრობამ 12 პროცენტს მიაღწია. 17 სახელმწიფოსგან შემდგარ ბლოკში უმუშევართა რაოდენობა ევროზონაში სავარაუდოდ 19 მილიონს აჭარბებს. ევროკავშირის სტატისტიკის სამმართველოს „ევროსტატის“ მიერ გაკეთებული განცხადების მიხედვით, უმუშევრობის მაჩვენებელი 2013 წლის იანვარ-თებერვალში თითქმის თანაბარი იყო.

მეორე ანგარიში, რომელიც დასაქმების ბაზარზე შექმნილ მდგომარეობას იკვლევს, იუწყება, რომ ბოლო 14 თვის მანძილზე ევროპაში წარმოების შემცირება გრძელდება. შესაბამისად, სამუშაო ადგილებიც ყოველთვიურად იკლებს. ესპანეთში და საბერძნეთში მოსახლეობის მეოთხედზე მეტი დაუსაქმებელია. გერმანიაში, ევროპის უდიდესი ეკონომიკის მქონე ქვეყანაში კი უმუშევართა რაოდენობა მხოლოდ 5.4 პროცენტს შეადგენს.