უმუშევრობის შესახებ საფრანგეთის და ესპანეთის მიერ გამოქვეყნებული სტატისტიკა ამ ქვეყნებში ეკონომიკური კრიზისის გამძაფრებაზე მეტყველებს.

გერმანიასთან ერთად საფრანგეთი ევროპული ინტეგრაციის მამოძრავებელ წამყვან ძალად ითვლება, არადა ამ ქვეყანაში უმუშევართა რაოდენობამ დიდი ხანია 3 მილიონს გადააჭარბა.
ახლახან საფრანგეთის ერთ-ერთმა წამყვანმა ავტომშენებელმა „სიტროენმა“ პარიზის გარეუბანში არსებული დიდი ქარხანა დაკეტა. წარმოებას ამცირებს ფოლადის გიგანტი „არსლორ მეტალიც.“
ფილიპ ბროსა ფრანგული საინვესტიციო ფირმის წარმომადგენელია. მისი თქმით:“ მთლიანი შიდა პროდუქტი 2008 წელს კრიზისის დაწყების შემდეგ 1%-ით შემცირდა. შესაბამისად იზრდება უმუშევართა რაოდენობა.“
საფრანგეთის პრეზიდენტი ფრანსუა ოლანდი, სამხრეთ ევროპული სახელმწიფოთა ლიდერები და საერთაშორისო სავალუტო ფონდი მიიჩნევენ, რომ კრიზისის გაჭიანურების მიზეზი სამთავრობო ხარჯების შეკვეცაში იმალება. თუმცა გერმანია და ევროპის ცენტრალური ბანკი თვლიან, რომ მთავრობები ვალდებულნი არიან გადაიხადონ თავიანთი დავალიანება.
ევროკომისიის პრეზიდენტის ჟოზე მანუელ ბაროზოს განცხადებით, სამთავრობო შეკვეცების პოლიტიკამ ევროპაში მოსახლეობის მხარდაჭერა დაკარგა.
როგორც ევროკომისარი ეკონომიკის საკითხებში ოლი რენი აცხადებს:“ ფისკალური კონსოლიდაციის შენელება სხვადასხვა ფაქტორებით არის გამოწვეული. მათ შორის ევროპის ეკონომიკის მართვის სტრუქტურების რეფორმა და ევროპის ცენტრალური ბანკის მიერ ბაზრის სტაბილიზაციის მიზნით გატარებული მკაცრი ფისკალური პოლიტიკაც მოიაზრება.“
როგორც ევროპული რეფორმების ცენტრის ეკონომიკის ექსპერტი საიმონ ტილფორდი ამბობს:“ ევროპულ ქვეყნებში ამჟამად ქამრების შემოჭერა გრძელდება. ისინი იძულებულნი არიან სამოქალაქო სექტორის დაფინანსება შეამცირონ, ისეთ პირობებში, როდესაც ბიზნეს-ინვესტიციები არ ხორციედება და მომხმარებელი ფულის დახარჯვისგან თავს იკავებს.“
ამასობაში ესპანეთში უმუშევართა რიცხვმა 6 მილიონს გადააჭარბა და 27%-ს მიაღწია, რაც უდიდესია მაჩვენებელია, მას შემდეგ რაც 1976 წელს ესპანეთმა დემოკრატიული განვითარების გზა აირჩია.