მაიკროსოფტი დააჯარიმეს

2009 წლის შეთანხმებით მაიკროსოფტმა ვინდოუსის სისტემის მომხმარებლებს სხვადასხვა ბრაუზერები უნდა შესთავაზოს
ევროკავშირის რეგულაციების თანახმად, ამერიკაში დაფუძნებული მაიკროსოფტის კორპორაცია, შეთანხმების დარღვევის გამო 731 მილიონი დოლარით დაჯარიმდება.

ამის მიზეზი კი ის არის, რომ კორპორაცია არ აძლევს საშუალებას მომხმარებლებს ვებ-ბრაუზერი საკუთარი სურვილით აირჩიონ და აიძულებს მათ "ინტერნეტ ექსპლორერით" ისარგებლონ.

ევროკავშირის კორპორატიული რეგულაციების წარმომადგენელმა ხოაკინ ალმუნიამ აღნიშნა, რომ 2009 წლის შეთანხმებით მაიკროსოფტმა ვინდოუსის სისტემის მოხმარებლებს სხვადასხვა ბრაუზერები უნდა შესთავაზოს.